რამდენს იხდის სათამაშო ბიზნესი ბიუჯეტში ნებართვებისთვის და მოსაკრებლის სახით
სათამაშო ბიზნესის მიერ მოსაკრებლისა და სხვა გადასახადის სახით შენატანები ბიუჯეტში გაზრდილია.
2021 წლის იანვარ-ოქტომბერში მხოლოდ მოსაკრებლის სახით და ნებართვებისთვის ბიუჯეტმა 92 მლნ ლარამდე მიიღო, ეს 3.3-ჯერ მეტია 2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.
ხაზინის მონაცემებით, 92 მლნ ლარიდან 56 მლნ ლარი სათამაშო ბიზნესს მოსაკრებლის სახით აქვს გადახდილი, ეს 248%-ით მეტია ვიდრე 2020 წლის იანვარ-ოქტომბერში.
როგორ ნაწილდება მოსაკრებლის სახით შენატანები ბიუჯეტში:
მოსაკრებელი | 2021/იანვარ-ოქტომბერი | 2020/იანვარ-ოქტომბერი |
სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი | 55,858,475.93 | 16,026,360.20 |
სათამაშო აპარატებიდან | 28,819,155.78 | 582,842.10 |
წამახალისებელი გათამაშებიდან | 4,453,552.35 | 5,536,191.85 |
სისტემურ-ელექტრონული ფორმის თამაშობიდან | 9,080,000.00 | 9,461,335.53 |
სხვა არაკლასიფიცირებული სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი |
13,505,767.80 | 445,975.54 |
კლუბის მაგიდიდან | 264,171.18 | 58,024.00 |
სამორინეს მაგიდიდან | 13,203,572.05 | 360,000.00 |
სხვა დანარჩენი არაკლასიფიცირებული სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი |
37,992.57 | 25,448.34 |
209%-ით მეტი აქვს სათამაშო ბიზნესს შეტანილი ბიუჯეტში ნებართვებისთვის და 2021 წლის იანვარ-ოქტომბერში 36 მლნ ლარს აღემატება.
2020 წელს სათამაშო ბიზნესიდან მოსაკრებელისა და ნებართვების სახით ბიუჯეტმა მხოლოდ 31 მლნ ლარი მიიღო, მოსაკრებლიდან მიღებული შემოსავალი 19.3 მლნ ლარს არ აღემატებოდა. აღსანიშნავია, რომ ეს პანდემიას უკვაშირდება, მოსაკრებლის სახით ბიზნესმა 2019 წელს 128.4 მლნ ლარი გადაიხადა.
რაც შეეხება 2021 წლის 6 თვეში მთლიანობაში სათამაშო ბიზნესის მიერ გადახდილი გადასახადების მოცულობა 195 მლნ ლარს აღწევს.
2020 წელს აზარტულ ბიზნესში სულ 9 864 ადამიანი მუშაობდა, სექტორში განხორციელებულმა ინვესტიციებმა კი 30.2 მლნ ლარი შეადგინა.
შეგახსენებთ, რომ მთავრობა სათამაშო ბიზნესისთვის საგადასახადო რეჟიმის შეცვლას გეგმავს. საქმე ეხება განსაკუთრებით ონლიან კაზინოებს. პრემიერმა უკვე დაანონსა, რომ ამ ტიპის კაზინოებისთვის გადასახადები გაიზრდება, აიკრძალება რეკლამა, ბარიერი გაიზრდება 25 წლამდე. როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, მომავალში ონლაინ კაზინოები ქვეყანაში საერთოდ აიკრძალება. მისივე თქმით, მოსახლეობის მიერ წაგებული თანხა 1.5 მლრდ ლარია, აქედან დიდი ნაწილი 99% გაჭირვებული მოსახლეობაა.
ახალ რეგულაციებთან დაკავშირებით საკუთარ ხედვას ფინანსთა სამინისტრო 1 კვირაში წარმოადგენს. მინისტრის ლაშა ხუციშვილის განცხადებით, საკანონმდებლო ინიციატივა დასაბეგრი ბაზის სრულ ცვლილებას შეეხება. საგადასახადო ტვირთი კი, საკმაოდ მაღალი იქნება.