ბიზნესი
22/09/2022

Rakuten Viber-ის ამბიციური გეგმები და ლოკალური კონტენტი საქართველოში

Rakuten Viber უკვე მეხუთე თვეა საქართველოშია და ყველაზე პოპულარული ფუნქციების, სიახლეებისა და გეგმების ანალიტიკას აზიარებს. Viber საქართველოში გაფართოებას აგრძელებს და მისი გუნდი, სხვა მიმართულებებთან ერთად, ორიენტირებულია მობილური აპლიკაციის კიდევ უფრო მეტად დახვეწაზე, iOS-ისა და Android-ის სისტემებზე თავსებადი პროგრამების განვითარებაზე, პროგრამული უზრუნველყოფის ხარისხის ამაღლებასა და “ჭკვიანი” ფუნქციების დამატებაზე.

Rakuten Viber საქართველოში იმავე სტრატეგიით იზრდება, როგორც სხვა ქვეყნებში - ნიჭიერი თანამშრომლების მოზიდვა და მათთვის ოჯახური სამუშაო გარემოს შექმნა საუკეთესო პროდუქტის შექმნის წინაპირობაა. ყველა ამჟამად გამოცხადებული ვაკანსია წარმოდგენილია ბრენდის ვებსაიტზე.

Viber ერთ-ერთი პოპულარული VoIP პლატფორმაა საქართველოში, მომხმარებელთა მნიშვნელოვანი ბაზით – ქვეყნის მთლიანი, 3,7-მილიონიანი მოსახლეობის 1,7-მილიონი აქტიური მომხმარებლით ყოველთვიურად.

საქართველოში Viber-ის ყველაზე პოპულარული ფუნქციებია:

• შეტყობინებები - 93%*
• ზარები - 72%
• სტიკერები - 38%
• გიფები - 36%
• ჯგუფური ჩეთები - 25%
* % ქვეყნის მთლიანი ყოველთვიური აქტიური მომხმარებლებიდან

კომპანიას საქართველოში სხვადასხვა გეგმა აქვს, მათ შორის: ტექნოლოგიური სფეროს გაძლიერება, ადგილობრივ ბაზარზე სხვადასხვა კომპანიებთან თანამშრომლობა და მათთან ერთად უნიკალური, ინოვაციური პროექტების განხორციელება.

Rakuten Viber-მა საქართველოში საერთაშორისო კომპანიის სტატუსი მიიღო, რაც მნიშვნელოვანია გლობალური მასშტაბით მოქმედი ტექნოლოგიური კომპანიების მოზიდვისთვის.

Viber-ს აქვს არხი საქართველოს მომხმარებლებისთვის, ქართულ ენაზე, რომელსაც Viber საქართველო ჰქვია. ის Viber-ის ფუნქციების გლობალურ სიახლეებს შეიცავს, გიფები, ფილტრები, სტიკერები ქართულ ენაზე, სახალისო პოსტები და ა.შ. - აქ არის ყველაფერი, რაც შეიძლება სასარგებლო იყოს Viber-ის მომხმარებლებისთვის ქვეყანაში. არხის მართვა ადგილობრივი გუნდის დახმარებით ხდება.

წლის განმავლობაში, ზოგიერთ შემთხვევაში (დღესასწაულები, მნიშვნელოვანი ღონისძიებები, ახალი სეზონის დასაწყისი - მაგალითად, შემოდგომა, ზამთარი, სასწავლო წლის დაწყება და ა.შ.), Viber ქმნის და გააგრძელებს ქართული აუდიტორიისთვის ლოკალიზებული AR ლინზებისა და სტიკერების პაკეტების შექმნას ქართულ ენაზე.

Rakuten Viber აკავშირებს ადამიანებს. არ აქვს მნიშვნელობა ვინ არიან, ან საიდან არიან ისინი. გლობალურ მომხმარებელთა ბაზას აქვს წვდომა უამრავ ფუნქციაზე, როგორიცაა ჩეთი, ვიდეო ზარები, ჯგუფური შეტყობინებები და განახლებები, დისკუსიები მათ საყვარელ ბრენდებთან და ცნობილ ადამიანებთან. Viber მომხმარებლებს ემოციების გაზიარებისთვის უსაფრთხო და თავისუფალ გარემოს უზრუნველყოფს. ის NBA Golden State
Warriors-ის მყისიერი შეტყობინებების და ზარების აპლიკაციის ოფიციალური პარტნიორია.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023