ბიზნესი
20/09/2021

რა უჯდება სახელმწიფოს ბიზნესთან დავა

სახელმწიფოს ბიზნესთან დავა მილიონობით ლარი უჯდება.

იუსტიციის სამინისტრო დავების წარმოებისთვის დამატებით თანხებს ითხოვს.

თუ 2021 წლის ივნისამდე უცხო ქვეყნის სასამართლოებში და საერთაშორისო სასამართლოებში სახელმწიფო წარმომადგენლობისთვის ბიუჯეტი 17.7 მლნ ლარი იყო. ბიუჯეტის ცვლილების შემდეგ ამ მიზნით დამატებით 60 მლნ გამოიყო. ამასთან, იანვრიდან დღემდე იურიდიული კომპანიებისთვის ანაზღაურებულია 29 873 394.50 ლარი .

„მოქმედი ხელშეკრულებების ფარგლებში, წლის ბოლომდე ანაზღაურებისთვის და, ასევე, 2021 წელს, საჭიროების შემთხვევაში, ახალი ზემოთდასახელებული მომსახურებების შესყიდვის უზრუნველსაყოფად სავარაუდო თანხა შეადგენს 50 000 000 ლარს“, - ნათქვამია სამინისტროს მომზადებულ დოკუმენტაციაში, რითაც გამარტივებულ შესყიდვას ითხოვს.

სამინისტრო ამბობს, რომ დავები უკავშირდება უცხოურ ინვესტიციებს და მნიშვნელოვან სახელმწიფო პროექტებს, ხოლო ზოგიერთი მათგანი შესაძლებელია, იყოს ბმაში განსაკუთრებულ ეკონომიკურ და სოციალურ საკითხებთან.

თანხა 2 მიმართულებით ნაწილდება - ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში სახელმწიფოს ინტერესების დასაცავად იურიდიული მომსახურების შესყიდვაზე და ბიზნესდავებზე.

სახელმწიფო რამდენიმე მსხვილ ბიზნესდავას აწარმოებს და დაქირავებული ჰყავს კომპანიები: Dechert (Paris) LLP, MG Law Office LLC, AARPI Gaillard Banifatemi Shelbaya Siino.

დავებს შორისიაა: Strait Oil&Gas under the Energy Charter Treaty ; Anaklia Development Corporation LLC & Bob Meijer v.s Georgia, ZAZA OKUASHVILI vs GEORGIA და “Telcell vs Georgia.

 

Businesspartner