ბიზნესი
27/04/2022

რა შემთხვევაში გაიაფდება Beko-ს საყოფაცხოვრებო ტექნიკა - კომპანიის დირექტორის განმარტება

საყოფაცხოვრებო ტექნიკის მაღაზიათა ქსელი Beko-ს გენერალური დირექტორი მეჰმედ მელექი „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, რომ თუ ეროვნული ვალუტის კურსი აშშ დოლართან მიმართებაში 3.05-ის ნიშულის ფარგლებში შენარჩუნდება, შესაძლოა ტექნიკაზე ფასები შემცირდეს.

„ლარის გაუფასურება ჩვენზე რა თქმა უნდა მოქმედებს, იძულებული ვხდებით  ფასები დავაკორექტიროთ. ბოლოს, ტექნიკის გასაყიდი ფასი გასული წლის ზაფხულში გავზარდეთ. იმის შემდეგ ლარი გამყარდა, თუ არ ჩავთვლით მიმდინარე წელს რამდენიმე კვირიან გაუფასურებას, როდესაც 1 აშშ დოლარი 3.40 ლარად ივაჭრებოდა.თუმცა, 2022  წლის პირველ კვარტალში ფასებზე ცვლილება არ მომხდარა,“-აღნიშნავს მეჰმედ მელექი.

კომპანიის გენერალური დირექტორი აცხადებს, რომ ამ დროისთვის BEKO-ში მომხმარებლის მხრიდან საკმაოდ დიდი აქტივობაა, კომპანიის შემოსავლებმა კი  2019 წლის მაჩვენებლებს  გადააჭარბა. 

Beko საქართველოში 77 გაყიდვის წერტილს  ფლობს, თანამშრომლობს მსხვილ სავაჭრო ქსელებთან, როგორიც არის „ბრიკორამა“, „დომინო“, „გორგია“ და „ზოდი“,  ასევე, 40–ზე მეტ ინტერნეტ მაღაზიასთან.

შეგახსენებთ, ბოლო დღეებია ეროვნული ვალუტის კურსი მყარდა. თუმცა, 26 აპრილის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 3.0368 ლარი შეადგინა. დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში -0.10 თეთრი შეადგინა.

გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 3.2473 ლარია. ევროს ცვლილებამ 6.32 თეთრი შეადგინა.

გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც 0.2054 ლარს შეადგენს, ასევე გაუფასურდა ფუნტი და 3.8637 ლარი ეღირება.