რა ღირს აშშ-ში ერთი ბოთლი ქართული ღვინო
აშშ-ში ქართული ღვინის ექსპორტი იზრდება. 2021 წელს პარტნიორი ქვეყნის ბაზარზე 1 მლნ ბოთლი ქართული ღვინო გაიყიდა, რაც რეკორდული რაოდენობაა.
აშშ-ის ბაზარს ღვინის ეროვნული სააგენტოში ქართული ღვინისთვის ერთ-ერთი ყველაზე მაღალფასიანი სეგმენტად მიიჩნევენ და აღნიშნავენ, რომ ერთი ლიტრი ქართული ღვინის 6 დოლარს აღემატება.
ქართული ღვინის ექსპორტის ზრდის ტენდენცია შენარჩუნებულია მიმდინარე წელსაც.
ღვინის ეროვნული სააგენტოს მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა თამარ მეტრეველის თქმით, სააგენტო მუშაობს რომ 2025 წლისთვის, ამერიკის საექსპორტო ბაზარზე გაყიდვებმა 5 მილიონ ბოთლს მიაღწიოს.
სააგენტოს მხარდაჭერით, საქართველოში სტუმრად ამერიკელი ღვინის პროფესიონალები იმყოფებოდნენ. ვიზიტს ორგანიზება ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორმა ამერიკულმა მარკეტინგულმა კომპანიამ Colangelo&Partners გაუკეთა.
სტუმრებმა ქართლსა და კახეთში ქართული ღვინის მწარმოებელი 40-მდე კომპანიის ღვინოები დააგემოვნეს.
Colangelo&Partners-ის მენეჯერის სარა ჰოვარდის განცხადებით, რომელიც ამერიკელი პროფესიონალების ჯგუფს ხელმძღვანელობდა, ქართულ ღვინოს ამერიკის შეერთებული შტატების ბაზარზე დიდი პოტენციალი გააჩნია.
„ქართულ ღვინოს უსაზღვროდ დიდი პოტენციალი აქვს ამერიკის ბაზარზე. თქვენი ღვინო უნიკალურია, გააჩნია უდიდესი ისტორია. მოხარულები ვართ, რომ ვთანამშრომლობთ ქართული ღვინის კომპანიების წარმომადგენლებთან. ჩვენ დავგეგმეთ სხვადასხვა ღონისძიება ქართული ღვინის მხარდასაჭერად ამერიკაში, რაც მოიცავს მედიასთან თანამშრომლობას, გაყიდვების გაზრდაზე გათვლილ ღონისძიებებს, რომელთა მიზანია მომხმარებლისთვის ინფორმაციის მიწოდება და ქართული ღვინოებით დაინტერესება“, - აღნიშნა სარა ჰოვარდმა.