ბიზნესი
24/05/2022

ყველაზე მდიდარი ბანკირის სტატუსს კვლავ ბუცხრიკიძე ინარჩუნებს

ყველაზე მდიდარი ბანკირის სტატუსს კვლავ ბუცხრიკიძე ინარჩუნებს.

TBC Bank-ის CEO-ს ვახტანგ ბუცხრიკიძეს საერთო ჯამში FY21-ს ბოლოსთვის 1 026 263 აქცია უკავია, საიდანაც 642,707 გადავადებული, ხოლო 383,556 კი განაღდებული აქვს. საქართველოს ბანკის (BOGG) CEO-ს არჩილ გაჩეჩილაძეს კი იმავე პერიოდის ბოლოსთვის 442,234 აქცია უკავია, საიდანაც 288 395 გადავადებული, 153,839 კი განაღდებული აქვს.

TBC Bank-ის CEO, როგორც ჩანს, ყველაზე მდიდარი ბანკირია საქართველოში, მისი აქციების ფლობიდან გამომდინარე. იგი £14.7 მლნ-ის აქციებს ფლობს. საქართველოს ბანკის CEO კი საანგარიშო პერიოდში £6.4 მლნ-ის აქციების ფლობით, რიგით მეორე ყველაზე მდიდარი ბანკირია.

2021 წლის განმავლობაში ბუცხრიკიძემ 23,752 აქცია მიიღო, ხოლო გაჩეჩილაძემ კი სამჯერ მეტი, 75,000 ცალი აქცია.

Businesspartner