
ყველაზე მაღალანაზღაურებადი 4 სექტორი
საქართველოში ყველაზე მაღალი ანაზღაურება საფინანსო სექტორშია.
საქსტატის მონაცემებით, 2021 წლის III კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ანაზღაურება წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 10.4%-ით (129 ლარით) გაიზარდა, 1 368 ლარამდე.
ანაზღაურება საქმიანობების სახეების მიხედვით:
• საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები – 2 234.9 ლარი (წწ +10.4%);
• ინფორმაცია და კომუნიკაცია – 2 193.7 (წწ +2%);
• პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები – 2 003.6 ლარი (წწ +4.9%);
• მშენებლობა – 2 003.1 ლარი (წწ 6.8%).
საანგარიშო პერიოდში ქალების საშუალო ხელფასი 1 106 ლარია, კაცების - 1 612 ლარი. ქალების ხელფასები 128.2 ლარით (13.1%) კაცების კი 139.6 ლარით (9.5%) გაიზარდა.
როგორც საქსტატი აღნიშნავს, კაცების ხელფასი თითქმის ყველა სექტორში აღემატებოდა ქალების ხელფასს.
რაც შეეხება დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასს ბიზნეს სექტორში 149.7 ლარით (11.5%) არის გაზრდილი და 1 455 ლარს შეადგენს. საქმიანობის სახეების მიხედვით ყველაზე მაღალი ხელფასი ხელოვნება, გართობა და დასვენების (2 336.2 ლარი, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაიზარდა 60.4%-ით), ასევე პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობების (2 265 ლარი, გაიზარდა 3.5%-ით) სფეროებშია.