ბიზნესი
26/04/2021

"ყველაზე კარგი იქნება, საწვავი იაფი იყოს" - "ვისოლ ჯგუფის" პრეზიდენტი

„ჩვენ მილიონჯერ გვითქვამს და კიდევ ვიტყვით, რომ ყველაზე კარგი იქნება, საწვავი იყოს იაფი.“ - ასე გამოეხმაურა საწვავის ფასის ბოლოდროინდელ მატებას „ვისოლ ჯგუფის“ პრეზიდენტი.

როგორც სოსო ფხაკაძემ „ბიზნესპარტნიორს“ განუცხადა, საქართველოში საწვავის ფასებზე ნეგატიურად ორი ძირითადი ფაქტორი მოქმედებს. მათ შორის, ლარის კურსის გაუფასურება და საერთაშორისო ბაზარზე ნავთობის გაძვირება.

„დღეს ხელმისაწვდომია ნებისმიერი ინფორმაცია, რა ხდება საერთაშორისო ბაზარზე და სამწუხაროა, რომ ნავთობის ფასები ზემოთ მიდის. მეორე კომპონენტია ლარის კურსი. ორივე მნიშვნელოვანი კომპონენტი არასახარბიელოდ ვითარდება და შესაბამისად, აისახება საწვავის ფასზე. ჩვენ მილიონჯერ გვითქვამს და კიდევ ვიტყვით, რომ ყველაზე კარგი იქნება, საწვავი იყოს იაფი. ეს ნიშნავს იმას, რომ მოთხოვნა საბრუნავ სახსრებზე დაბალია და უფრო მეტი მოთხოვნა არსებობს მომხმარებლების მხრიდან პროდუქტის შეძენაზე.

საქართველო, როგორც ძალიან ბევრი ქვეყანა არის ნავთობპროდუქტების მომხმარებელი. შესაბამისად, იმედი უნდა გვქონდეს, რომ ორივე მიმართულებით თუ რაღაც დადებითი სიგნალები იქნება, შესაბამისი კორექტირება მოხდება. ფაქტია რომ დაბალი ფასის შემთხვევაში მოთხოვნა ნავთობპროდუქტებზე მეტი იქნებოდა, მითუმეტეს იმ ფონზე, როცა სეზონი იწყება.“-განაცხადა სოსო ფხაკაძემ.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ბიზნესი

Lafreeo– ქართული ბრენდი, რომელიც ტიხრული მინანქრის ტრადიციას აგრძელებს
02

25/07/2022
სტარტაპი

მოძრავი ჩამომსხმელი ხაზი და მობილური სერვისი - რას სთავაზობს "მხოლოდ კარგი ღვინოები" მეღვინეებს
03

31/05/2022
ბიზნესი

2 თვეში ზვიად ციკოლიას საათების ხაზს ყველაზე ძვირადღირებული მოდელი დაემატება
04

18/08/2020
ბიზნესი

გურჯაანის ნაყინი: დიაბეტურ ნაყინზე თუ ასეთი დიდი მოთხოვნა იქნებოდა ვერ წარმოვიდგენდით
05

26/07/2021
ბიზნესი

ვიქტორ ყიფიანი: გაჭიანურებული დავები ბიზნესისთვის გამოწვევაა და ეს საკითხი მოსაგვარებელია
06

13/08/2022