ბიზნესი
24/11/2021

ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანება ტრასპორტისა და ლოგისტიკის კომიტეტის პრეზენტაციას გამართავს

„ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანების“ ტრანსპორტისა და ლოგისტიკის კომიტეტის პრეზენტაცია 24 ნოემბერს, 17:00 საათზე, სასტუმრო შერატონ გრანდ მეტეხი პალასში (მის: თელავის #20) გაიმართება.

ღონისძიების ფარგლებში მოხდება კომიტეტის საქმიანობისა წარდგენა და საქართველო-ყაზახეთს შორის ტრანსპორტისა და ლოგისტიკის ჭრილში აქტუალური თემების განხილვა.

ღონისძიებას გახსნის ყაზახეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, ბატონი ბაურჟან მუამეჯანოვი.  

„ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანების“ გამგეობის თავმჯდომარე, გიორგი ჯახუტაშვილი მოწვეულ სტუმრებს გააცნობს  ინფორმაციას გაერთიანების  საქმიანობის შესახებ და  ისაუბრებს ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის მაჩვენებლებზე. გაერთიანების ტრანსპორტისა და ლოგისტიკის კომიტეტის გეგმებზე კომიტეტის თავმჯდომარე, ლევან სულაბერიძე ისაუბრებს.

ღონისძიების სპიკერები არიან:

  • „ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანების“ გამგეობის თავმჯდომარე, გიორგი ჯახუტაშილი - გაერთიანების საქმიანობის პრეზენტაცია და საქართველო-ყაზახეთის ეკონომიკური თანამშრომლობის მაჩვენებლების მიმოხილვა;
  • „ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანების“ ტრანსპორტისა და ლოგისტიკის კომიტეტის თავმჯრომარე, ლევან სულაბერიძე - კომიტეტის საქმიანობის პრეზენტაცია;
  • საქართველოს ეკონომიკის მინისტრის მოადგილე, გურამ გურამიშვილი - „საქართველოს მიმდინარე სატრანსპორტო პროექტები ქართულ-ყაზახური სავაჭრო ურთიერთობების ჭრილში”;
  • საქართველოს „ლოგისტიკის ასოციაციის“ თავმჯდომარე, გოგა დობორჯგინიძე - „ლოგისტიკური ცენტრების განვითარების გავლენა ყაზახურ-ქართულ სავაჭრო ურთიერთობებზე”;
  • საქართველოს „ექსპედიტორთა ასოციაციის“ თავმჯდომარე, ზვიად ჩხარტიშვილი - „საქართველოს ნავსადგურების განვითარების პერსპექტივა”.

ღონისძიების დასასრულს, გაიმართება დისკუსია და შეხვედრას შეაჯამებს გაერთიანების ტრანსპორტისა და ლოგისტიკის კომიტეტის თავმჯდომარე, ლევან სულაბერიძე.

 

ინფორმაცია „ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანების შესახებ“

„ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანება“ ყაზახურ-ქართული ბიზნესის ერთობლივი ინიციატივით, 2021 წლის მარტში დაფუძნდა.  გაერთიანების  დამფუძნებლები საქართველოში ყაზახური კაპიტალის მქონე კომპანიები, კერძოდ, „სილქ როუდ ჯგუფი“, „ხალიკ ბანკი საქართველო“, „კაპიტოლ ჯგუფი“, „ბათუმის ნავთობ ტერმინალი“ და  GK Logistics  არიან. აღნიშნულ ინიციატივას, ასევე, შეუერთდნენ ყაზახეთის რესპუბლიკის საელჩო საქართველოში, ავიაკომპანია „ეარ ასტანა“ და „რომპეტროლ საქართველო“. სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, გამგეობის გადაწყვეტილებით, „კაპიტოლ ჯგუფის“ აღმასრულებელი დირექტორი და ყაზახეთის რესპუბლიკის საპატიო კონსული საქართველოში, გიორგი ჯახუტაშვილია, გენერალური დირექტორი კი, ნატალია ფედევა გახლავთ.

ორგანიზაციის მთავარ მიზანს ყაზახეთსა და საქართველოს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავება და სოციალურ-კულტურული ურთიერთობის განვითარების ხელშეწყობა წარმოადგენს. გაერთიანება ასრულებს ერთგვარი კომუნიკატორის როლს ორი ქვეყნის ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს შორის და შუამდგომლობს მათ საჯარო სტრუქტურებთან. მნიშვნელოვანია, რომ  საქართველოში ყაზახური კაპიტალის მონაწილეობით 30-მდე კომპანია ფუნქციონირებს, რომელთა ინვესტიციების საერთო მოცულობა 450 მილიონ აშშ დოლარს სცდება. 

Businesspartner