ბიზნესი
26/10/2021

ყავის ლაბორატორია წლის ბოლომდე 2 ახალ ფილიალს გახსნის

ყავის ლაბორატორია წლის ბოლომდე 2 ახალ ფილიალს გახსნის.

როგორც „ბიზნესპარტნიორს“ კომპანიის გენერალურმა მენეჯერმა თათია ზარქუამ განუცხადა, განსხვავებული კონცეფციის ობიექტი ვაკეში, ფალიაშვილის ქუჩაზე გაიხსნება, მეორე ფილიალის გახსნა კი საბურთალოს „სითი მოლში“ იგეგმება.

ზარქუას ინფორმაციით, ობიექტის პირველ სართულზე იქნება Coffe Lab-ი, მეორე სართული კი რესტორანს დაეთმობა. მისი ინფორმაციით, ერთი ობიექტი ჭავჭავაძის გამზირზე, Axis Towers-ში 2022 წელს გაიხსნება.

ფილიალების ქსელის გაფართოებაში კომპანია დაახლოებით მილიონი ლარის ინვესტიციას ახორციელებს.

ყავის ლაბორატორიის გენერალური მენეჯერი აცხადებს, რომ გაყიდვები 2019 წელთან შედარებით დაახლოებით 20%-ითაა გაზრდილი.

ყავის ლაბორატორია მომხმარებელს 10-მდე სახეობის ყავას სთავაზობს. საუბარია, როგორც ადგილზე არატრადიციული მოხალვის სპეფიციკით მომზადებული ყავის დაგემოვნებაზე, ასევე ყავის მარცვლისა და მისი მომზადებისთვის მარტივი მოწყობილობების შეძენაზეც.

ყავის ლაბორატორია 150-მდე სხვადასხვა კომპანიასთან თანამშრომლობს და ყავის მარცვალს აწვდის. ამ ეტაპზე კომპანიას მხოლოდ ერთი ფილიალი, ყაზბეგის გამზირზე აქვს. 

 

 

 

Businesspartner