ყავის ლაბორატორია: იზრდება გაყიდვებიც და პარტნიორების რაოდენობაც
ყავის ლაბორატორიას გაყიდვები 2019 წელთან შედარებით დაახლოებით 20%-ით გაეზარდა. როგორც „ბიზნესპარტნიორს“ კომპანიის გენერალურმა მენეჯერმა თათია ზარქუამ განუცხადა, იზრდება პარტნიორების რაოდენობაც და ასევე კომპანიის ბრუნვაც.
ყავის ლაბორატორიის მენეჯერი იმედოვნებს, რომ ქვეყანაში ეპიდმეიოლოგიური სიტუაცია ისე არ გართულდება, რომ ეკონომიკის და ბიზნესების ჩაკეტვა გახდეს აუცილებელი.
„სტუმრების რაოდენობას ნამდვილად არ ვუჩივით,გვემატებია ახლებიც, ეს დინამიკა მზარდია. თუ არ ჩავთვლით 2020 წელს, ყოველი თვე ჩვენთან გაყიდვების მხრივ მზარდია,“-აცხადებს ზარქუა.
ყავის ლაბორატორია მომხმარებელს 10-მდე სახეობის ყავას სთავაზობს. საუბარია, როგორც ადგილზე არატრადიციული მოხალვის სპეფიციკით მომზადებული ყავის დაგემოვნებაზე, ასევე ყავის მარცვლისა და მისი მომზადებისთვის მარტივი მოწყობილობების შეძენაზეც.
ყავის ლაბორატორია 150-მდე სხვადასხვა კომპანიასთან თანამშრომლობს და ყავის მარცვალს აწვდის. ამ ეტაპზე კომპანიას მხოლოდ ერთი ფილიალი, ყაზბეგის გამზირზე აქვს. კომპანია მიმდინარე წლის ბოლომდე 2 ახალ ფილიალს გახსნის. პირველი, ობიექტი ვაკეში, ფალიაშვილის ქუჩაზე გაიხსნება, მეორე ფილიალის გახსნა კი საბურთალოს „სითი მოლში“ იგეგმება.