ბიზნესი
05/07/2021

"პროსპექტის" ინიციატივით პირველი სექტორული "ბიზნეს საუზმე" ჩატარდა

გაყიდვების საკონსულტაციო კომპანია პროსპექტის ინიციატივით და ორგანიზებით ჩატარდა პირველი სექტორული „ბიზნეს საუზმე“, რომელიც მიზნად ისახავდა სფეროში არსებული მნიშვნელოვანი საკითხების მიმოხილვას, ახალი შესაძლებობების აღმოჩენას, გამოცდილების გაზიარებას და მსჯელობის ფორმატში სფეროს განვითარებას.

პირველი "ბიზნეს საუზმე"-ს სტუმრები ავტომობილების ინდუსტრიის მსხვილი და საშუალო კომპანიების ტოპ მენეჯერები და მფლობელები წარმოადგენდნენ.

კომპანია "პროსპექტის" მოწვევით, შეხვედრას ესწრებოდა Galt and Taggart წარმომადგენელი, თათია მამრიკიშვილი, რომელმაც ისაუბრა და ინდუსტრიის ლიდერებს გააცნო უახლესი კვლევა ავტომობილების ბიზნესის ბაზრის სტატისტიკის და ტრენდების შესახებ.

შეხვედრაზე "პროსპექტის" დამფუძნებელმა გუგა კობახიძემ და მმართველმა პარტნიორმა ლევან ელიზბარაშვილმა, მიმოიხილეს პროსპექტის მიერ ავტო ინდუსტრიაში ჩატარებული კვლევა გამყიდველის ქცევასა და კომუნიკაციის თავისებურებებზე (მეორადი ავტომობილების ბაზარი), რაც განსაზღვრავს კომპანიების გაყიდვების რიტმს და შედეგებს.

"პროსპექტის ამოცანაა დაეხმაროს კომპანიების გაყიდვების ზრდაში, სწორი სისტემების დანერგვით და მომხმარებელზე ორიენტირებული მარკეტინგული ნაბიჯებით. ჩვენი სერია „ბიზნეს საუზმე“ სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდა და შესაბამისად კვლევა რომელიც ჩვენ გავაკეთეთ, დაეხმარებათ მოთამაშეებს უფრო ზუსტად დაინახონ საკუთარი კლიენტის ქცევა და გზა. ჩვენი პირველი შეხვედრა წარმატებულად დასრულდა და ვაგრძელებთ სერიას „ბიზნეს საუზმე“, რომლის ფარგლებშიც ვაპირებთ სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლებტან შეხვედრებს მოწვეულ სტუმრებთან ერთად."–ამბობს, გუგა კობახიძე .

Businesspartner