პროექტის "მგზავრების უბანი საგურამოში" მშენებლობა დაიწყო
„მგზავრების უბანი საგურამოში“ მშენებლობა დაიწყო. პროექტს სასტუმროების ქსელი “მგზავრები“ და ავეჯის მწარმოებელი ქართული კომპანია “ჰოუმმეიდი“ ერთობლივად ახორციელებენ.
პროექტის საინვესტიციო ღირებულება 10 მლნ დოლარია.
როგორც „მგზავრების“ დირექტორის მოადგილე მადლენა მანუსაჩიანი „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, 115 სახლის საძირკველი უკვე ჩასხმულია, პარარელურ რეჟიმში იწყება ბეტონის გზის მშენებლობის სამუშაოებიც.
„პარალელურად, დაწყებულია დანარჩენი ინფრასტრუქტურის მოწყობა. მათ შორის, სპორტული მოედნის და აუზის მშენებლობა დავიწყეთ. სამუშაოები აქტიურ ფაზაშია შესული,“ - აცხადებს მანუსაჩიანი.
პროექტი მოიცავს 5 ჰა დაცულ ტერიტორიას, სადაც მოეწყობა 140 კერძო სახლი, რესტორანი,2 საცურაო აუზი, აქედან საბავშვო, ფეხბურთის და კალათბურთის მოედანი, ჩოგბურთის კორტი, გამწვანებულ პარკი, მწვანე ღობეები, 8 მეტრიანი შიდა ქუჩები და პარკინგი.
მანუსაჩიანი განმარტავს, რომ კერძო სახლების ფართი 65 კვადრატული მეტრიდან დაიწყება, პროექტი ბარდება თეთრი კარაკასით. 1 კვადრატული მეტრის ფასი 700 დოლარიდან დაიწყება. სრულად პროექტი 2 წელში დასრულდება.