ბიზნესი
07/12/2020

“პროდუქციის გაძვირება გაყიდვების მაჩვენებელზეც აისახება“ - “ჩემი რანჩო“

ბოცვრის ხორცის მწარმოებელი ადგილობრივი კომპანია „ჩემი რანჩოს“ ხელმძღვანელი  ვანო იოსელიანი მთავრობის გადაწწყვეტილებას გაზის ტარიფის მომატებასთან დაკავშირებით უარყოფითად აფასებს.

„ბუნებრივი გაზის ტარიფის ზრდა პირდაპირ თუ ირიბად იმოქმედებს პროდუქციის თვითღირებულებაზე,რადგან ელექტროენერგია და ბუნებრივი გაზი წარმოების ნაწილია. არის მეორე მომენტი, არსებული რეალობა, როდესაც ლარი უფასურდება და გვიძვირდება ნედლეული: ხორბალი, ქერი და ა.შ. მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული კომპონენტები გაძვირდა, თავი შევიკავეთ ფასის მომატებისგან. თუ პროდუქციის ფასის გაზრდა მოგვიწევს, ეს რა თქმა უნდა იმოქმედებს გაყიდვებზე. უნდა აღინიშნოს, რომ აქამდე გაყიდვების კლება არ მომხდარა.“– აღნიშნავს ვანო იოსელიანი.

შეგახსენებთ,გარდაბანში, სოფელ გამარჯვებაში  არსებული  კომპლექსი მოიცავს როგორც  ფერმას, გადამამუშავებელ საწარმოს, ისე ლაბორატორიებს და სასაკლაოს.

რაც შეეხება გაზის ტარიფის ცვლილებას,2021 წლის 3 იანვრიდან კომპანიის არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლისათვის მისაწოდებელი ბუნებრივი გაზის ფასი ერთ კუბურ მეტრზე განისაზღვრება 1.10 (ერთი ლარი და 10 თეთრი) ლარით, დამატებული ღირებულების გადასახადის ჩათვლით.

ბუნებრივი გაზის ფასი არ ძვირდება საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის, რომელიც 1 კუბურ მეტრზე  0,461374 ლარს შეადგენს და დადგენილია სემეკის მიერ. ასევე, ქვეყანაში დღეს არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით ტარიფი არ გაუძვირდებათ პურის საწარმოებს.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ეკონომიკა

მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელებისთვის, ახალი გამომთვლელი შემუშავდა -შემოსავლების სამსახური
02

02/11/2023
ბიზნესი

ფიზიკური პირებისთვის უძრავი ქონების გაყიდვის შემთხვევაში, გადასახადის გადახდის დრო დაჩქარდება
03

19/05/2023
ბიზნესი

სოსო ბერიკაშვილი: აკრძალვის შემთხვევაში, ონლაინ კაზინოები იატაკქვეშეთში გადაინაცვლებს
04

23/11/2021
საზოგადოება

"ინკლუზიურ განათლებაზე ინტერესი ყოველწლიურად მზარდია"- ნინო გორგაძე
05

25/03/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
06

15/06/2022