ბიზნესი
16/10/2020

პრობლემებთან გამკლავებასა და გაყიდვების გაზრდაში ონლაინ პლატფორმა დაგვეხმარა - ბრენდი Kemkhadze

ტანსაცმლის ქართული ბრენდი Kemkhadze, COVID19-ის გამო, ონლაინ პლატფორმაზე გადავიდა, რის შედეგადაც ბრენდის მომხმარებლის რაოდენობა გაიზარდა.

„უმთავრესი პრობლემა იყო ის, რომ გაყიდვები შემცირდა, ჩვენ უნდა მოგვეძებნა ალტერნატიული საშუალება, რითაც მოვახერხებდით ჩვენი პროდუქციის რეალიზებას. პანდემიის დასაწყისში შემოსავალი განახევრდა, თუმცა ონლაინ პლატფორმა დაგვეხმარა პრობლემებთან გამკლავებაში. გაყიდვების სტიმულირებისთვის, სოციალურ ქსელში ვარეკლამებთ კოლექციებს და მიტანის სერვისიც უფასოა. მასალა ადგილობრივია, ქსოვილების მიხედვით იქმნება კოლექციები, ჯერ ვყიდულობთ ქსოვილს და მერე ვიფიქრებთ დიზაინს. მასალის დეფიციტის პრობლემები იშვიათად გვაქვს,“ – აღნიშნავს ბრენდის დამფუძნებელი ანი ქემხაძე.

მისივე თქმით, სამომავლო პერსპექტივაში საქართველოს გარდა სხვა ქვეყნის ბაზრებზე გასვლა, ახალი ხაზის დამატება და მაღაზიის გახსნაა დაგეგმილი.

„ჯერ არ გადაგვიდგამს კონკრეტული ნაბიჯები, ვერიდები ამ პერიოდში რაიმე აქტივობას, პანდემიის გამო დაკვირვების პროცესში ვარ,“– Kemkhadze–ს დამფუძნებელი.

 

 

Businesspartner