ბიზნესი
18/12/2020

პრეზენტაციების ონლაინ გამართვა და ნაკლები რისკი - “თელავის ღვინის მარანის“ გეგმები

ღვინის მწარმოებელი კომპანია „თელავის ღვინის მარანის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე „ბიზნესპარტნიორთან“ 2021 წლის სამოქმედო გეგმაზე საუბრობს და აცხადებს, რომ იმისთვის, რომ ბიზნესმა პანდემიის შედეგად მიყენებულ ნეგატიური პროცესები მეტ-ნაკლებად უმტკივნეულოდ გადალახოს, ორ მიმართულებაზე უნდა გაამახვილოს ყურადღება.

პირველი, როგორც რამაზაშვილი აცხადებს, ბაზრის მიმართ დიდი სიფრთხილის გამოჩენაა საჭირო - მსოფლიოში ვერავინ გათვალა პანდემიის  მოსვლა და ბუნებრივია, რომ ვერც წასვლას გათვლის. სწორედ ამიტომ, 2021 წელს არ ღირს ზედმეტი რისკის გაწევა.

„ბიზნესი არის ბიზნესმენის რისკი და როდესაც ის ბიზნესს იწყებს, უნდა იფიქროს, რომ ეს შეიძლება იყოს მომგებიანი და შეიძლება - არა. რისკების მართვა ყველაზე მნიშვნელოვანია, შესაბამისად, როდესაც ბიზნესში შედიხარ, ამის ხიფათი ყოველთვის არსებობს. არ შეიძლება ყოველთვის იყოს ლაჟვარდოვანი ცა და ნათელი მომავალი. ჩვენ ცოტა არ იყოს შეცდომაში შეგვიყვანა იმ ფაქტმა, რომ გასული წლები იყო ზრდადი და ზოგიერთი კომპანია, განსაკუთრებით, მცირე კომპანია მოეშვა ამ თვალსაზრისით. მათ ვერ გათვალეს რისკები, რამაც  მცირე საწარმოებში ასეთი დიდი პრობლემები გამოიწვია. ყველაფრიდან გამომდინარე, არ უნდა ველოდოთ უკეთესს, უნდა ვიფიქროთ იმაზე, რომ შეიძლება უარესიც მოხდეს. ოპტიმისტები არ უნდა ვიყოთ, ყველაფერი ძალიან პრაგმატულად უნდა გავთვალოთ და არ უნდა ჩავთვალოთ, რომ ამ პანდემიას უკუსვლა უნდა ჰქონდეს,“ - აცხადებს რამაზაშვილი.

მისივე თქმით, მეორე სტრატეგია, რომელიც მომავალ წელს ბიზნესმა უნდა გაითვალისწინოს - პანდემიის შედეგების შესწავლაა. მათ შორის, შესწავლილ უნდა იქნას მომხმარებელთა ქცევა, მათი მოთხოვნა, დისტრიბუციის გზები, რომელიც ასევე შეიცვალა და ხშირ შემთხვევაში ის ონლაინ ფორმატში გადავიდა, ფართოდ გავრცელდა ონლაინ დეგუსტაციებიც.

„შესაბამისად, ჩვენ მოგვწიევს ახალ რელსებზე გადასვლა. უნდა ვისწავლოთ პრეზენტაციების ონლაინ ჩატარება. მათ შორის, სახელწმიფოს მხრიდან ქართული ღვინის პრომოუშენი ონლაინაც შეიძლება, სხვა გზა არ არის,“ - აცხადებს რამაზაშვილი.

 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ფინანსები

საუკეთესო კორპორაციული ციფრული ბანკი საქართველოში- თიბისი Global Finance-ის რჩეულია
01

16/08/2023
ბიზნესი

მეორადი საბურავების იმპორტის შეზღუდვის მოთხოვნით "თეგეტა მოტორსი" სასამართლოს მიმართავს
02

25/05/2021
ეკონომიკა

გიორგი აბაშიშვილი: ომის ფონზე, საქართველო-ყაზახეთს შორის ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობა და აუცილებლობა გაჩნდა
03

07/06/2022
ბიზნესი

ირაკლი კოვზანაძე: სადაზღვევო ბაზარს განვითარების პერსპექტივა აქვს
04

08/04/2022
სტარტაპი

Bitnet – ქართული კრიპტო სტარტაპი, რომელმაც საერთაშორისო ინვესტიციები მოიზიდა
05

22/06/2022
ეკონომიკა

"მასიური მარცხი" გლობალური ეკონომიკისთვის" - რუსეთ-უკრაინის ომი რიცხვებში
06

19/04/2022