ბიზნესი
26/10/2021

პრემიერი Hilton-ის გახსნაზე: მადლობა ლაშა პაპაშვილს მნიშვნელოვანი ინვესტიციისთვის

თბილისში სასტუმრო Hilton Garden Inn-ის გახსნას პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი მნიშვნელოვანს უწოდებს.

"ნამდვილად მისალოცია დღევანდელი დღე, ვინაიდან ჩვენს დედაქალაქს შეემატა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ბრენდის ფეშენებელური სასტუმრო, რომლის ღირებულება 40 მლნ დოლარია," - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა სასტუმროს გახსნაზე და პროექტის განმახორციელებლი კომპანია „რედიქს ჯგუფის“ ხელმძღვანელს ლაშა პაპაშვილს წარმატებული პროექტი მიულოცა.

"მინდა, ინვესტორს, ბატონ ლაშას მივულოცო ამ პროექტის წარმატებით განხორციელება, მადლობა ვუთხრა მას და მის ჯგუფს ასეთი მნიშვნელოვანი ინვესტიციის განხორციელებისთვის და მივულოცო დედაქალაქს, ვინაიდან ასეთი მნიშვნელოვანი, ლამაზი ობიექტი შეემატა ჩვენს ქალაქს, რაც ჩვენ ყველას ძალიან გვახარებს", - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

შეგახსენებთ, Hilton Garden inn.-ი ბიზნესმენმა ლაშა პაპაშვილმა EBRD-ის თანადაფინანსებით ჭავჭავაძის გამზირზე ააშენა. პროექტის საინვესტიციო ღირებულება 40 მლნ დოლარია. 14-სართულიანი სასტუმროს მშენებლობა, სადაც 165 ნომერია განთავსებული, საშუალო სეგმენტსა და ბიზნეს მოგზაურებზეა გათვლილი.

Businesspartner