ბიზნესი
27/05/2022
პრემიერი: ბანკების ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა VTB-ის საკითხი იყო, თუმცა მაღალ დონეზე იმართა
ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებით, რუსეთ-უკრაინას შორის მიმდინარე ომის ფონზე საფინანსო სექტორის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა სანქცირებული VTB ბანკის საკითხის მოგვარება იყო.
პრემიერმა აღნიშნა, რომ მთავრობასთან ერთად საფინანსო ინსტიტუტებმა ეს საკითხი პროფესიონალურად მოაგვარეს.
"საქართველოს ეროვნული ბანკი და ფინანსური ინსტიტუტები მოქმედებენ აშშ-ს, ევროკავშირისა და ინგლისის მიერ დაწესებული სანქციების სრულ შესაბამისობაში. ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა VTB ბანკის საკითხი იყო, რომელიც მაღალ დონეზე იმართა. ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ მათ მომხმარებლებს არავითარი პრობლემა არ შექმნოდათ",- განაცხადა ღარიბაშვილმა.