პრემიერი: 2021 წელს ექსპორტზე რეკორდული რაოდენობის, 107 მლნ ბოთლი ქართული ღვინო გავიდა
2021 წელს საქართველოდან მსოფლიოს 62 ქვეყანაში ექსპორტირებულია 107 მლნ ბოთლი ღვინო, რაც დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად მოხდა და ასეთი მაჩვენებელი არასდროს ყოფილა- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, 2012 წელთან შედარებით ღვინის ექსპოეტი 360%-ით არის გაზრდილი, ასევე 2012-ში შემოსავალი თუ იყო $71 მლნ, შარშან იყო $250 მლნ. 8-9 წელიწადში ამხელა სხვაობა რეკრდული მაჩვენებელია.
"ასევე, საანგარიშო პეროდში ექსპორტირებულია 42 მლნ ბოთლი ბრენდი, რაც 30%-ით აღემატება 2020 წლის ანალოგიურ პერიოდს, ხოლო 550%-ით მეტია 2012 წლის მაჩვენებელზე. ბრენდის ექსპორტით მიღებული შემოსავალი $78 მლნ-ს შეადგენს, როდესაც 2012 წელს ეს იყო მხოლოდ $20 მლნ. მოგეხსენებათ, რომ ძალიან ბევრი ქვეყანა დაემატა და 441 ქართული კომპანია ახორციელებს ღვინის ექსპორტს, როდესაც 2021 წელს 100 ექსპორტიორი კომპანია არსებობდა.
ჯამურად, ღვინის, ბრენდის, ჭაჭის, საბრენდე სპირტისა და ჩამოსასხმელი ღვინის ბრენდის ექსპორტის შედეგად მიღებულია 400 მილიონ დოლარამდე შემოსავალი, რაც 18%-ით მეტია 2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან და 142%-ით მეტია 2012 წელთან შედარებით, მაშინ იყო 163 მილიონი დოლარი. ეს არის რეალური განსხვავება, რაც ჩვენი მთავრობის ძალისხმევით იქნა მიღწეული და ასევე "ქართული ოცნების" მიერ 2012 წლის პირველ ოქტომბერს ჩვენს მიერ დაწყებული გონივრული პოლიტიკით", - განაცხადა ირაკლი ღარაიბაშვილმა.