ბიზნესი
15/07/2023

Polyvim: პლასტმასის გადამუშავება დღეში 100 კგ-დან 3 ტონამდე გაიზარდა

პასტმასის ნარჩენებით გარემოს დაბინძურება ერთ-ერთი მწვავე საკითხია მსოფლიოში.

საქართველომ ნარჩენების მართვის ეროვნული სტრატეგიის მიხედვით, 2030 წლისთვის პლასტმასის ნარჩენის 80%-ის რეციკლირების მაჩვენებელს უნდა მიაღწიოს. ამიტომ ბოლო წლებში ნარჩენის შეგროვება-გადამუშავების პროცესი აჩქარებულია, ბაზარზე გამოჩნდნენ გადამამუშავებელი საწარმოებიც.

Polyvim-ი რუსთავში მდებარე პლასტმასის ნარჩნეების გადამამუშავებელი საწარმოა, რომელიც შეგროვებულ ნედლეულდ ახარისხებს, ნაწილებად აქუცმაცებს და PET ფანტელებად გარდაქმნის.

საწარმოს კვლევისა და განვითარების მენეჯერი ქეთევან მაისურაძე „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, რომ ტენდენცია იმის, რომ პლასტმასის ნარჩენი შეგროვდეს უფრო დიდია, ბაზარზე ჩნდებიან ახალი კომპანიებიც. თუ აქამდე Polyvim-ი დღეში 100 კილოგრამ ნარჩენს ამუშავებს, ახლა ეს მაჩვენებელი თითქმის 3 ტონამდეა გაზრდილი.

"ძალიან პოზიტიურად ვართ განწყობილები იმის მიმართ, რომ მალე გაიზრდება ნარჩენების რაოდენობა და ის წარამადობა, რაც საწარმოს აქვს, ეს არის დღეში 40 ტონა ნარჩენის გადამუშავება, დაკმაყოფილდება. უკვე 4 წელია აქტიურად ვმუშაობთ, დასაქმებული გვაქვს 50-ზე მეტი ადამიანი. ვქმნით დამატებითი ღირებულების პროდუქტს, როგორც საქართველოს, ასევე ევროკავშირის ბაზრისთვის. ამასთან, ვცდილობთ სხვადასხვა კამპანიების საშაულებით ავამაღლოთ საზოგადოების ცნობიერება.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია საქართველოში არსებობდეს ნარჩენების მართვის სისტემა, აქტიურად მოვუწოდებთ ხალხს შეაგროვონ ნარჩენი, მოგვიტანონ გადასამუშავებლად. ამით კი გავლენა მოვახდინოთ გარემოზე, ავირიდოთ დაბინძურება და ასევე ხელი შევუწყოთ საქართველოში ცირკულარული ეკონომიკის განვითარებას.

ამ პროცესში ყველაზე მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა საქართველოს მოქალაქებს შეუძლიათ. რამდენიმე ჩაბარების პუნქტი გვაქვს, რუსთავის საწარმო, მცხეთა და მუხრანი. 1 კილოგრამი ბოთლი უდრის 1 ლარს, სხვა ნარჩენის შემთხვევაში ხარისხის მიხედვით დგინდება ფასი. სხვადასხვა გზით ვიღებთ ნარჩენს, ეს შეიძლება იყოს შემგროვებელი კომპანიები სხვადასხვა რეგიონებიდან, შესაბამისად, მოსახლეობის დაინტერესება რომ გადაამუშაონ ნარჩენი საკმაოდ გაზრდილია."-აღნიშნავს ქეთევან მაისურაძე.

მისივე თქმით, მსხვილი საწარმოები რომლებიც შესაფუთ მასალად იყენებენ პლასტმასს, ისინიც ატირუად თანამსრომლობენ მათთან, როგორც თავისი სურვილით ასევე CSR-ის ფარგლებში.