ბიზნესი
17/11/2020

პოლონური ინვესტიციით ჰუალინგის თიზ-ში სამკერვალო საწარმო ამოქმედდება

2021 წლიდან, პოლონური ინვესტიციით ჰუალინგის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში, სამკერვალო საწარმო ამოქმედდება. 

პოლონური კომპანიისთვის, საწარმოსთვის განიხილებოდა რამდენიმე ლოკაცია, თუმცა საბოლოოდ არჩევანი საქართველოსა და ჰუალინგის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაზე გაკეთდა.

"მნიშვნელოვანი აღმოჩნდა გადაწყვეტილების მიღებისას ის მზა ინფრასტრუქტურა, რომელსაც ჩვენი შენობების სახით ინვესტორებს ვთავაზობთ, ასევე უმნიშვნელოვანესი ფაქტორის მუშა-ხელის ხელმისაწვდომობა ქუთასიში. ჰუალინგის თიზ-ის გუნდი უზრუნველყოფს ინვესტორისთვის სხვადასხვა დამატებითი მომსახურებებს, როგორებიცაა საწარმოს კვალიფიციური კადრებით დაკომპლექტების უზრუნველყოფა, ლოგისტიკის პროცესის ოპტიმიზაცია და გამართვა, საბაჟო-საბროკერო პროცედურებში დახმარება, წარმოშობის სერთიფიკატის მიღების პროცესში მხარდაჭერა, კოორდინაცია სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებთან. ვფიქრობთ რომ უკვე თებერვლის თვიდან საწარმო სრული დატვირთით ამოქმედდება", - აცხადებს ჰუალინგის თიზ-ის კომერციული მენეჯერი გიორგი როგავა.

პროექტის პირველ ფაზაში სამკერვალო საწარმოში 50-მდე ადგილობრივი დასაქმდება.