ბიზნესი
24/06/2022

პოლონეთში ქართული ღვინის წარდგენა გაიმართა

ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი მარკეტინგული კომპანიის "People PR" და პოლონეთის სომელიეთა ასოციაციის ორგანიზებით, პოლონეთის ქალაქ გდანსკში ქართული ღვინის პრეზენტაცია გაიმართა. 

ღონისძიებაზე, რომელსაც ცნობილი ღვინის ექსპერტი, სომელიე და ღვინის სკოლის დამფუძნებელი სიმონ მილონასი (Szymon Milonas) უძღვებოდა, წარმოდგენილი იყო პრეზენტაცია საქართველოს, საქართველოს მეღვინეობის ისტორიისა და ტრადიციების შესახებ. ღონისძიების ფარგლებში, სხვადასხვა ქართული კომპანიის ღვინოების დეგუსტაცია გაიმართა.

ღონისძიებას ცნობილი პოლონელი სომელიეები და კომერციული სექტორის წარმომადგენლები დაესწრნენ.

პოლონეთი ქართული ღვინის ერთ-ერთ სტრატეგიულ ბაზარს წარმოადგენს, რომელმაც ქართული ღვინის ექსპორტიორი ქვეყნების ხუთეულში სტაბილურად დაიმკვიდრა ადგილი. 2021 წელს, პოლონეთში ქართული ღვინის ექსპორტმა 7 მილიონ ბოთლს გადააჭარბა. ექსპორტი მზარდია მიმდინარე წელსაც; იანვარ-მაისში ექსპორტირებულია 2,8 მლნ ბოთლი, ზრდა 25%-ს აღწევს.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023