ბიზნესი
30/03/2022

პოლონეთში ქართული ღვინის მარკეტინგული კამპანია მიმდინარეობს

2021 წელს, პოლონეთში ქართული ღვინის ექსპორტმა 7 მილიონ ბოთლს გადააჭარბა, 2020 წელთან შედარებით, ზრდა 34%-ია.

ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, პოლონეთი ქართული ღვინის ერთ-ერთი სტრატეგიული ბაზარია, შესაბამისად ქვეყანასთან დაახლოების მიზნით საქართველო პოლონეთთან აქტიურად თანამშრომლობს. 

სააგენტოს ორგანიზებით, პოლონეთში ქართული ღვინის მარკეტინგული კამპანიას „People PR” წარუძრვება. როგორც სააგენტოში განმარტავენ, კომპანია „People PR” 2009 წლიდან ოპერირებს და პოლონეთის ღვინის ბაზრის ტენდენციებზე დაყრდნობით, მასშტაბური პიარკამპანიების განხორციელების დიდი გამოცდილება აქვს.

"კომპანიასთან „People PR” თანამშრომლობის მიზანი პოლონეთის ბაზარზე ქართულ ღვინის ცნობადობისა და საექსპორტო პოტენციალის მაქსიმალური გაზრდის ხელშეწყობაა. 2022 წელს, ქართული ღვინის დეგუსტაცია-სემინარები პოლონეთში ღვინის პროფესიონალებისა და ღვინით ვაჭრობის სფეროს წარმომადგენლებისთვის გაიმართება; განხორციელდება მიზნობრივი სარეკლამო და მედია კამპანიები; ქართულ ღვინოსთან ერთად, წარმოჩენილი იქნება ქართული ღვინის კულტურა, ისტორია, ვაზის ჯიშების მრავალფეროვნება, ქართული სამზარეულო და კულინარია",- აღნიშნულია ღვინის ეროვნული სააგენტოს განცხადებაში. 

 

Businesspartner