ბიზნესი
05/09/2022

პოლონეთი საქართველოს მწვანე ტრანსფორმაციაში ეხმარება

მწვანე ტრასფორმაცია და საზოგადოებრივი შენობების გარდაქმნა ენერგოეფექტურად - ამ საკითხებზე ჰოლიდეი ინნში კონფერენცია გაიმართა. "საქართველოს რეგიონებისა და თემების გადასვლა მდგრადი ენერგეტიკული მომავლისკენ" – „მზის ფოტოელექტრული (PV) სისტემები საქართველოს ქალაქებისთვის“ - “განახლებადი ენერგიის ინსტიტუტი” (IEO) ახორციელებს UNIDO-ს პროექტს, რომელიც საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებით, პოლონეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით მიმდინარეობს.

პროექტის მიზანია საქართველოს ხუთ ქალაქში მზის ენერგიის გამოყენების ხელშეწყობა და მზის ფოტოელექტრული (PV) სისტემების დანერგვა.

პროექტის საწყისი ფაზა დასრულდა 2019 წელს, რაც მოიცავდა ექსპერტთა სასწავლო ტურს საქართველოში და ადგილზე კონტაქტებს სამთავრობოდა ადგილობრივ დაინტერესებულ მხარეებთან, ასევე ენერგიის განახლებადი წყაროების პოტენციალისა და ტექნოლოგიების მიწოდების ჯაჭვის წინასწარ ანალიზს. დასკვნის სახით, მზის ფოტოელექტრული ტექნოლოგია გამოვლინდა, როგორც ყველაზე შესაფერისი, და ზრდის მაღალი პოტენციალის ტექნოლოგია.

პროექტი განხორციელდება საქართველოს ხუთ ქალაქში - ჩოხატაურში, გორში, ქუთაისში, ფოთსა და ზუგდიდში, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს თემების ენერგეტიკული გარდაქმნის დაჩქარებას.

პროექტი 2023 წლის I კვარტალის ბოლომდე განხორციელდება. საპილოტე პროექტის ფარგლებში თანამშრომლობისთვის მოწვეული არიან ბანკები, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები, საქართველოს ქალაქებთან მუშაობით დაინტერესებული ორგანიზაციები და ფოტოელექტრული სისტემების გამოყენების თანამედროვე ტექნოლოგიების მიმწოდებელი კომპანიები, საქართველოს თემებში მზის ენერგიის პოტენციალის დემონსტრირების მიზნით.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ეკონომიკა

მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელებისთვის, ახალი გამომთვლელი შემუშავდა -შემოსავლების სამსახური
02

02/11/2023
ბიზნესი

ფიზიკური პირებისთვის უძრავი ქონების გაყიდვის შემთხვევაში, გადასახადის გადახდის დრო დაჩქარდება
03

19/05/2023
ბიზნესი

სოსო ბერიკაშვილი: აკრძალვის შემთხვევაში, ონლაინ კაზინოები იატაკქვეშეთში გადაინაცვლებს
04

23/11/2021
საზოგადოება

"ინკლუზიურ განათლებაზე ინტერესი ყოველწლიურად მზარდია"- ნინო გორგაძე
05

25/03/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
06

15/06/2022