ბიზნესი
26/07/2021

Pizzeria di Karkhana ვაქცინირებულ მომხმარებლებს ფასდაკლებას სთავაზობს

იმ დროს, როდესაც საქართველოში ვაქცინაციის დაბალი მაჩვენებელია და პარალელურად კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი საგრძნობლად იზრდება, "ღვინის ქარხანა N1"-ის ტერიტორიაზე მდებარე Pizzeria di Karkhana, ვაქცინაციის პროცესის პოპულარიზაციის კამპანიაში ერთვება და ვაქცინირებულ მომხმარებლებს 10%-იან ფასდაკლებას სთავაზობს.

როგორც პიცერიას გენერალური დირექტორი ქრისტი ჭანიშვილი „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, მნიშვნელოვანია ქალაქი გახდეს უსაფრთხო და ამ კამპანიის გარშემო რაც შეიძლება მეტი კომპანია გაერთიანდეს.

„აქციის ფარგლებში, კოვიდ პასპორტის წარდგენის შემდეგ ყველა სტუმარი ისარგებლებს ფასდაკლებით, სრულ ასორტიმენტზე.

ვაქცინაცია იცავს როგორც მომხმარებელს, ასევე პერსონალს, რომელთა უმრავლესობა უკვე აიცრა კოვიდ ვაქცინით და გრძლედება ეს პროცესი. მოვუწოდებთ სხვადასხვა ობიექტს მონაწილეობა მიიღონ ვაქცინის პოპულარიზაციაში.

ეტაპობრივად ალბათ "ღვინის ქარხანა N1"-ის ყველა დაწესებუება შემოგვიერთდება ამ კამპანიაში,“ – აღნიშნავს, ქრისტი ჭანიშვილი.

შეგახსენებთ, რომ Pizzeria di Karkhana–ს ჩაუტარდა სრული რებრენდინგი და მომხმარებლებს განახლებული მენიუს, გაუმჯობესებულ სერვისს და სასმელების მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობს.

„შემიძლია თამამად, ვთქვა, რომ დღეს ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროექტის დირექტორი ვარ და ჩემი პროფესიონალი გუნდის წევრებითან ერთად შევძელი საუკეთესო შედეგის მიღწევა. ამჟამად პიცერიაში დასაქმებული გვყავს 30-ზე მეტი თანამშრომელი,“ – აღნიშნავს პიცერიას გენერალური დირექტორი.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ბიზნესი

Lafreeo– ქართული ბრენდი, რომელიც ტიხრული მინანქრის ტრადიციას აგრძელებს
02

25/07/2022
სტარტაპი

მოძრავი ჩამომსხმელი ხაზი და მობილური სერვისი - რას სთავაზობს "მხოლოდ კარგი ღვინოები" მეღვინეებს
03

31/05/2022
ბიზნესი

2 თვეში ზვიად ციკოლიას საათების ხაზს ყველაზე ძვირადღირებული მოდელი დაემატება
04

18/08/2020
ბიზნესი

გურჯაანის ნაყინი: დიაბეტურ ნაყინზე თუ ასეთი დიდი მოთხოვნა იქნებოდა ვერ წარმოვიდგენდით
05

26/07/2021
ბიზნესი

ვიქტორ ყიფიანი: გაჭიანურებული დავები ბიზნესისთვის გამოწვევაა და ეს საკითხი მოსაგვარებელია
06

13/08/2022