პირველი პირდაპირი ბლოკ მატარებელი ჩინეთიდან საქართველოში ჩამოდის
პირველი პირდაპირი ბლოკ-მატარებელი თბილისში ჩინეთის ქალაქ სიანიდან 20 თებერვალს ჩამოვა.
ეს პირველი შემთხვევაა, როცა საქართველო და ჩინეთი ერთმანეთს პირდაპირი ბლოკ-მატარებლით დაუკავშირდა. სიანიდან თბილისამდე მგზავრობის დრომ მხოლოდ 21 დღე შეადგინა, შესაბამისად, ორ ქვეყანას შორის ტვირთების გადაზიდვის ყველაზე
სწრაფი და ეფექტური ალტერნატივაა.
"ეიპიემ ტერმინალსის" ცნობით, სარკინიგზო შემადგენლობას ორგანიზება „მაერსკ ჩინეთის“ გაუკეთა, მოემსახურა ერთ-ერთი მსხვილი ქართული იმპორტიორისთვის განკუთვნილ პრიორიტეტულ ტვირთს, რამაც კომპანიას მისცა სასაქონლო მარაგების ეფექტურად მართვის შესაძლებლობა და შეუმცირა მნიშვნელოვანი ღირებულების ტვირთის ტრანსპორტირების დრო.
ბლოკ-მატარებელი არის სარკინიგზო შემადგენლობა, რომელიც უწყვეტად, შეუფერხებლად ოპერირებს საწყის და დანიშნულების პუნქტებს შორის და ტვირთმფლობელებს თავიდან არიდებს საზღვრების კვეთასთან დაკავშირებულ თუ სხვა ბიუროკრატიულ სირთულეებს, რომლებიც, ჩვეულებრივ, საერთაშორისო სახმელეთო გადაზიდვების თანმდევია.
„მაერსკ ჩინეთმა“ მიიღო ტვირთი ჩინეთში, უზრუნველყო ყველა საექსპორტო დოკუმენტის მოწესრიგება და მონიტორინგს უწევდა ტვირთს, საბოლოო ჩაბარებამდე. „მაერსკის“ გუნდმა ითანამშრომლა რეგიონულ სარკინიგზო ოპერატორ კომპანიებთან, ტვირთის მოძრაობა კი დამატებით კონტროლდება GPS-ის საშუალებით, დაგეგმილ გრაფიკთან შესაბამისობის უზრუნველყოფის მიზნით.
"ამგვარი ტიპის ბლოკ-მატარებელი პირველია საქართველოსთვის და ნათლად წარმოადგენს ქვეყნის მიმართულებით ტვირთების ეფექტური ტრანსპორტირების შესაძლებლობას. ამასთან, „მაერსკი“ პარტნიორობს „ეიპიემ ტერმინალს ფოთთან“ (კორპორაცია ფოთის საზღვაო ნავსადგური), რათა საქართველოს ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობის პოტენციალი, შეასრულოს ევროპა-აზიის მაკავშირებელი კარიბჭის როლი, ეფექტურად იქნას ათვისებული აზიიდან შავი და ხმელთაშუა ზღვების და მათ მიმდებარე რეგიონების მიმართულებით წამოსული ტვირთებისთვის სწრაფი საზღვაო-სარკინიგზო მომსახურებების შეთავაზებით.
„ეიპიემ ტერმინალსის“ მმართველობაში მყოფი ფოთის მრავალმიზნობრივი საზღვაო ნავსადგური ემსახურება ყველა გლობალური საზღვაო ხაზის საკონტეინერო ტვირთნაკადს, რომელიც მოძრაობს საზღვაო, სარკინიგზო თუ სახმელეთო გზებით. აღნიშნული სერვისით, რომელიც სრულ მარშრუტზე ეფექტური და სწრაფი გადაზიდვების უზრუნველყოფით, ტვირთებს საქართველოს გავლით დააკავშირებს მსოფლიო ლოგისტიკურ ჯაჭვთან, კომპანია მხარს უჭერს აბრეშუმის გზის კონცეფციის განვითარების ეროვნულ მიზანს", - განმარტავენ "ეიპიემ ტერმინალსში".