ბიზნესი
19/01/2022

პეესპე: მომხმარებელს თურქულ მედიკამენტებს უფრო დაბალ ფასად შევთავაზებთ

მედიკამენტებისთვის თურქული ბაზრის გახსნა ქართულ აფთიაქებს წამლების შედარებით დაბალ ფასად გაყიდვის შესაძლებლობას მისცემს.

PSP-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, ნათია ხაბეიშვილი „ბიზნესპარტნიორთან“ განმარტავს, რომ ასეთ მედიკამენტებზე გაიზრდება ხელმისაწვდომობა და შემცირდება მათი ღირებულება.

„გარკვეული მედიკამენტები თურქეთში უფრო ხელმისაწვდომია და გაცილებით დაბალი ფასია. შესაბამისად, ცვლილების საფუძველზე ამ წამლების თურქეთიდან შემოტანის შესაძლებლობა გვექნება. ამის ფონზე წამლებს ფიზიკურ ხელმისაწვდომობასთან ერთად უფრო დაბალ ფასად შევთავაზებთ ჩვენს მომხმარებელს. ეს მედიკამენტები გარკვეული რაოდენობაა სრულად ვერ დააკმაყოფილებს არსებულ მოთხოვნას. შესაბამისად, სრულად ვერც ჩანაცვლდება“,- აღნიშნა მან.

შეგახსენებთ, რომ პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მედიკამენტებისთვის თურქეთის ბაზარი გაიხსნა, შესაბამის განკარგულებას ხელი უკვე მოეწერა. 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ბიზნესი

ფიზიკური პირებისთვის უძრავი ქონების გაყიდვის შემთხვევაში, გადასახადის გადახდის დრო დაჩქარდება
02

19/05/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
03

15/06/2022
ეკონომიკა

მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელებისთვის, ახალი გამომთვლელი შემუშავდა -შემოსავლების სამსახური
04

02/11/2023
ბიზნესი

სოსო ბერიკაშვილი: აკრძალვის შემთხვევაში, ონლაინ კაზინოები იატაკქვეშეთში გადაინაცვლებს
05

23/11/2021
ბიზნესი

სამკურნალო წყალი "ლუგელა" დეკემბრიდან საქართველოშიც გაიყიდება
06

08/09/2022