Payze-მა $15 000 მოიპოვა - სტარტაპი Visa Everry Initiative-ის გამარჯვებულია
Payze Visa Everry Initiative-ის გამარჯვებულია, სტარტაპი პრიზის სახით Payze $15 000 მიიღებს.
700-ზე მეტ განმცხადებელს შორის, ქართული სტარტაპი, PAYZE Visa-ს მიერ ორგანიზებული პროგრამის (Visa Everry Initiative) ფარგლებში, გამარჯვებულად დასახელდა, ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში, შუა აღმოსავლეთში და აფრიკაში.
როგორც Payze-ს თანადამფუძნებლებმა გიორგი წურწუმიამ და კახა გელაშვილმა „ბიზნესპარტნიორთან“ განაცხადეს, ეს იყო საერთაშორისო დონის კონკურსი და შეიძლება ითქვას ერთ-ერთი ყველაზე დიდი აღიარება ფინანსურ ტექნოლოგიებში მოღვაწე ნებისმიერი სტარტაპისთვის.
“კონკურსში მონაწილეობის მიზანი პრიზი არ ყოფილა, არამედ ის რომ ამ შეჯიბრის საშუალებით უზარმაზარ რეგიონში, როგორიც არის ცენტრალური ევროპა, აფრიკა და შუა აზიაში ქართულ სტარტაპს ჩვენი ძალები მოგვესინჯა.– აღნიშნავს კომპანიის თანადამფუძნებელი.
გარდა ამისა, ეს გამარჯვება ქართველ სტარტაპებს საშუალებას მისცემს, სექტემბერში მონაწილეობა მიიღონ Visa Everry Initiative-ის გლობალურ ფინალში და $100 000 დაფინანსება მოიპოვონ.
შეგახსენებთ, რომ Payze არის უნივერსალური გადახდის მომსახურების პროვაიდერი, რომელიც ეხმარება ნებისმიერი ტიპის ელექტრონულ კომერციულ პლატფორმას ონლაინ გადახდების განხორციელებაში.