
ბიზნესი
18/10/2021
Paris, Milan, Shanghai, London, Singapore - მოდის კვირეულებზე 10 ქართული კომპანია მონაწილეობს
მოდის ქართული ინდუსტრია საერთაშორისო გამოფენებში იღებს მონაწილეობას.
ქართველი დიზაინერების კოლექციები წარდგენილია მსოფლიოს 5 წამყვან ქალაქში პარიზი, მილანი, შანხაი, ლონდონი, სინგაპური.
სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ექსპორტის მიმართულების ორგანიზებით, და ევროკავშირის და გერმანიის მთავრობის მიერ დაფინანსებული პროექტის "კლასტერები განვითარებისთვის" მხარდაჭერით, 2022 წლის გაზაფხული/ზაფხულის სეზონის მოდის კვირეულის თანმდევ ღონისძიებებში 10 ქართული კომპანია იღებს მონაწილეობას.
საერთაშორისო მნიშვნელობის შოურუმებს, რომლებიც მოდის კვირეულების ფარგლებში წელიწადში ოთხჯერ იმართება, ყოველწლიურად 100 000-მდე კომპანია, 130 000 ზე მეტი პროფესიონალი შემსიყიდველი და პრესის წარმომადგენელი სტუმრობს.