ბიზნესი
01/06/2021

პანდემიის პირობებში მობილურ ოპერატორებს როუმინგიდან შემოსავალი ₾35 მლნ-ით შეუმცირდათ

2020 წელს მობილურ ოპერატორების შემოსავალი 32 მლნ-ით შეუმცირდა, ₾1,153 მლრდ-მდე, 2019 წელს მაჩვენებელი ₾1,185 მლრდ-ს შეადგენდა.

შემოსავლები კლება ძირითადად როუმინგიდან შემოსავლების შემცირებას უკავშირდება. პანდემიურ წელს კომპანიებმა როუმინგიდან მხოლოდ 8.7 მლნ ლარი მიიღეს, ეს წინა წელთან შედარებით 35 მლნ ლარით ნაკლებია.

2020 წელს კლება დაფიქსირდა ფიქსირებულ სატელეფონო მომსახურებაშიც, კერძოდ, 2020 წელს კომპანიებმა 30.2 მლნ ლარი მიიღეს, რაც წინა წელთან შედარებით 5.3 მლნ ლარით ნაკლებია.

მთლიანი შემოსავლებიდან საცალო მომსახურეობიდან მიღებულმა შემოსავლებმა 961 მლნ ლარი შეადგინა (საცალო შემოსავლებში როგორც ფიქსირებული ინტერნეტი, ისე მობილური, როუმინგული, ფიქსირებული სატელეფონო და მაუწყებლობის ტრანზიტიდან მიღებული შემოსავლები შედის).

მობილური ოპერატორების საცალო შემოსავალმა 2020 წელს 490 მლნ ლარი შეადგინა, რაც 2019 წელს მიღებულ საცალო შემოსავალზე 9 მლნ ლარით ნაკლებია.

რაც შეეხება ფიქსირებული ფართოზოლოვანი ინტერნეტ მომსახურებიდან მიღებულ საცალო შემოსავალს, ეს მონაცემი 2020 წელს, წინა წელთან შედარებით 5%-ით გაიზარდა და 277 მლნ ლარი შეადგინა, რაც პანდემიის პირობებში მომხმარებლების მიერ სერვისების დისტანციურ რეჟიმზე გადასვლამ განაპირობა.

 

 

 

Businesspartner