ბიზნესი
21/02/2022

პანდემიის მიუხედავად SWAROVSKI-ს გაყიდვები გაეზარდა

საივულერიო ბრენდი SWAROVSKI-ს პარტნიორი მაღაზია საქართველოში და მისი ბრენდ მენეჯერი ნინო ფრანგულაშვილი „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, რომ პანდემიის მიუხედავად კომპანიას  გაყიდვები გაეზარდა.

მისი ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც მსოფლიო ბრენდი და კომპანიის სათაო ოფისი რებრენდინგის შედეგად, პრემიუმ სეგმენტიდან ლაქშერი სეგმენტზე გადავიდა, ეს საქართველოს ბაზარზეც აისახა.

„გაიზარდა კრისტალების რაოდენობა, გლობალურ ოფისში შეიცვალა ხელმძღვანელიც, შედეგად, განახლდა კოლექცია. ვალენტინობასთან დაკავშირებით გამოვაცხადეთ 20%-იანი ფასდაკლება, რომელიც ისევ გრძელდება, გაყიდვების ზრდაც ალბათ აქედან გამომდინარეობს,“ - აცხადებს ფრანგულაშვილი.

რაც შეეხება საფასო დიაპაზონს, SWAROVSKI-ში ლაქშერი მიმართულებაზე ოქროს სამკაულის ფასი 475-3175 ლარის ფქრგლებში მერყეობს. შედარებით ბიუჯეტური პროდუქციის ფასები კი 291 ლარიდან იწყება.

ფრანგულაიშვილის ინფორმაციით, ადგილობრივი მომხმარებელი თუ ადრე უპირატესობას უფრო ბიუჯეტურ პროდუქციას ანიჭებდა და ლაქშერი სეგმენტის მომხმარებელი  უმეტესად უცხოელი ტურისტი იყო, ახლა სიტუაცია შეიცვალა. დღეს ადგილობრივი მომხმარებელი   ყიდულობს როგორც ბიუჯეტურ, ისე მაღალფასიანი სეგმენტის სამკაულებს.

მისი განცხადებით, კომპანია მოლოდინით უყურებს გაზაფხულის დღესასწაულებს და მომხმარებლის კიდევ უფრო გააქტიურებას ელოდება.

SWAROVSKI–ს პარტნიორი მაღაზია საქართველოში 10 წელზე მეტია არსებობს და თბილისში ორი ფილიალით არის წარმოდგენილი. სამკაულების გარდა, მაღაზიაში სხვადასხვა აქსესუარები, საათები, დეკორატიული ფიგურების შეძენაა შესაძლებელი.