ფოტო: restaurant.org
ბიზნესი
08/10/2021

პანდემიის მიუხედავად, 2020 წელს საშუალო ხელფასი ₾61.5-ით გაიზარდა

2020 წელს საქართველოში საშუალო ხელფასი 1191 ლარი იყო. პანდემიის მიუხედავად საშუალო ხელფასი 61.5 ლარით იყო გაზრდილი.

საქსტატის მონაცემებით, ხელფასების ზრდა სექტორების უმრავლესობაში შეინიშნებოდა. საქმიანობების სახეების მიხედვით შედარებით მაღალი ხელფასი იყო საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობაში - 2 157 ლარი, ინფორმაცია და კომუნიკაციაში საშუალო ხელფასი - 1 886 ლარამდეა, ხოლო პროფესიულ , სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობებში - 1 852 ლარს აღემატება.

აღსანიშნავია ისიც, რომ 2020 წელს სახელმწიფო სექტორში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი არასახელმწიფო სექტორში დაქირავებულებთან შედარებით 260.5 ლარით ნაკლები იყო. ამასთან, სახელმწიფო სექტორში ხელფასი 5.2%-ით, ხოლო არასახელმწიფო სექტორში 6.1%-ით გაიზარდა.

Businesspartner