ბიზნესი
06/10/2021

პანდემიის გამო, "საქაერონავიგაციამ“ 2020 წელს 50 მლნ-ის შემოსავალი ვერ მიიღო

„საქაერონავიგაციამ“ 2020 წელს 50 მლნ ლარის შემოსავალი ვერ მიიღო - მიზეზი COVID 19-ის პანდემიაა. გასულ წელს საქართველოს საჰაერო სივრცეში ფრენების რაოდენობა შეუმცირდა 53%-ით, მარშრუტზე 51%-ით და ტერმინალზე 72%-ით.

ამის გათვალისწინებით, კომპანიის შემოსავლები ტრანზიტულ რეისებზე საჰაერო ნავიგაციის მომსახურების გაწევიდან შემცირდა 14.7%-ით, ხოლო აფრენა/დაფრენის მომსახურებიდან შემოსავლების წლიური კლება 63% იყო.

2020 წელს კომპანიამ 49 მლნ ლარის შემოსავალი მიიღო.

ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, პანდემიის პერიოდში კომპანიაში შეიქმნა ფულადი სახსრების დეფიციტი, რის გამოც მენეჯმენტმა ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკიდან (EBRD) 10 მილიონი ევრო ისესხა.

 

Businesspartner