პანდემიის გამო "ჩირიფრუტმა" 5 სავაჭრო ობიექტი დახურა
ქართული ჩირისა და შოკოლადის მწარმოებელ კომპანიას „ჩირიფრუტი“ პანდემიის გამო 5 სავაჭრო ობიექტის დახურვა მოუწია.
როგორც „ბიზნესპარტნიორს“ "ჩირიფრუტის" დირექტორმა სოფიო ჯიქიამ განუცხადა, ლოქდაუნის დროს ფაქტობრივად შეუძლებელი იყო იჯარის თანხის გადახდა, შესაბამისად, კომპანიამ ეს გადაწყევტილება მიიღო.
ამ დროისთვის კომპანიის მიერ წარმოებული პროდუქციის შეძენა თბილისში 3 ლოკაციაზე შეიძლება (თბილისის საერთაშორისო აეროპორტში არსებულ duty Free-ში, სავაჭრო ცენტრი „გალერია თბილისი“, თბილისი მოლი),„ჩირიფრუტის“ პროდუქცია იყიდება ბათუმშიც.
ჯიქია აცხადებს, რომ მეხუთე სავაჭრო ობიექტი თბილისში, ოქტომბრის ბოლომდე გაიხსნება.
კომპანიის გაყიდვები წინა წელთან შედარებით გაცილებით გაზრდილია, უფრო მეტიც, რეალიზაციის მაჩვენებელი 2019 წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემების მცირედით ჩამორჩება.
„ჩირიფრუტი” 90-მდე სახეობის ჩირს აწარმოებს და 20-მდე ადამიანს ასაქმებს. 2020 წელი კომპანიამ 30-ტონიანი წარმადობით დაასრულა.