ბიზნესი
21/02/2022
პანდემიამ "მალსს" გაყიდვები შეუმცირა
ტანსაცმელების მაღაზიათა ქსელი “მალსის“ ხელმძღვანელი ავთანდილ ლომთაძე „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, რომ პანდემიის გამო ხალხი მაინც თავს არიდებს მაღაზიებში სიარულს, რაც შემცირებულ გაყიდვებში გამოიხატება.
„მალსის“ ხელმძღვანელი მოსახლეობის მსყიდველუნარიანობის შემცირებასაც უსვამს ხაზს. მისივე ინფორმაციით, „მალსი“ ამ დროისთვის საქართველოს მასშტაბით 4 მაღაზიას ფლობს.
„ვინარჩუნებთ ამ 4 მაღაზიას და უახლოეს მომავალში არც ვაპირებთ რაიმეს შეცვლას. როგორც მთელი ქვეყანა, ჩვენც მოლოდინის რეჟიმში ვართ,“ - აცხადებს ლომთაძე.