პანდემიამ ირაკლი ღვალაძეს ჭიათურაში შატოს მშენებლობა დაუპაუზა
პანდემიის გამო „საქპატენტის“ ყოფილ ხელმძღვანელს ჭიათურაში შატოს მშენებლობის პროექტი დაუპაუზდა. ირაკლი ღვალაძე „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, რომ ამ დროისთვის პროექტისთვის საჭირო ფინანსების მოძიება მიმდინარეობს.
როგორც ღვალაძე აცხადებს, აქტიურად მიმდინარეობს პოტენციურ ინვესტორებთან კონსულტაციები.
როგორც ღვალაძე აღნიშნავს, დაგეგმილია გესტჰაუზის ტიპის სასტუმროს, ხის კოტეჯების მშენებლობა. ამჟამად „ირაკლის და გიორგის მარანი“ ღვინოს ორი ჯიშის - ძელშავასა და პინოს ყურძნისგან აწარმოებს. წელს დაახლოებით 500-600 ბოთლის ჩამოსხმა იგეგმება.
ირაკლი ღვალაძის საოჯახო მეურნეობა ჭიათურის სოფელ ცხრუკვეთში მდებარეობს. 2000 კვადრატულ მეტრზე ვენახი 5-6 წლის წინ გაშენდა. ღვინის სატესტო რეჟიმში ჩამოსხმა გასულ წელს დაიწყო. სამომავლოდ დაგეგმილია ყურძნის ახალი ჯიშების - ციცქას და ცოლიკაურის გაშენებაც.
როგორც ღვალაძე აცხადებს, ამ ეტაპზე ღვინო სარეალიზაციო ქსელში მხოლოდ ერთ რესტორანში იყიდება.
მისი ინფორმაციით, სამომავლოდ დაგეგმილია ღვინის ექსპორტზე გატანაც.