"ოტიას ეზოს" ბრენდით ღვინო იტალიასა და ესპანეთში იყიდება
ოტია იოსელიანი წყალტუბოში ოჯახურ მეურნეობა „ოტიას ეზოში" დამზადებული ღვინო ექსპორტზე იყიდება. როგორც „ბიზნესპარტნიორთან“ მეურნეობის დამფუძნებელი ოტია იოსელიანი აცხადებს, „ოტიას ეზოს“ ბრენდით ღვინის ერთი პარტია გავიდა ესპანეთშიც.
„რაც ექსპორტზე გავაგზავნეთ, იყო 2020 წლის მოსავალი, 2021 წლის ღვინის ჩამოსხმას 1-2 თვეში დავიწყებთ. პარტნიორს კი იმის მიხედვით ავირჩევთმ ვინც უკეთესს პირობებს შემოგვთავზებს. დაგეგმილია 3 დასახელების ღვინო (ჩხავერი,ოცხანური საფერე, ცოლიკაური) გავა,“ - აცხადებს ოტია იოსელიანი.
როგორც ცნობილია, მწერლის სახლ-მუზეუმის პირველ სართულზე მარანია განთავსებული, სადაც სხვადასხვა სახის ღვინის დაგემოვნებაა შესაძლებელი.
"ოტიას ეზო" 2015 წელს ქართველი მწერლის ოტია იოსელიანის სახლ-მუზეუმში მისი ოჯახის წევრების მიერ დაფუძნდა. ამჟამად მეურნეობაში - ციტრუსი, სიმინდის ფქვილი, აჯიკა, სვანური მარილი, ლობიო, თაფლი და სხვა პროდუქტები აქვთ. როგორც ოტია იოსელიანი აცხადებს, ის პროფესიით არქიტექტორია, თუმცა მეურნეობა არქიტექტურასთან ერთად მისი ერთ-ერთი მთავარი საქმეა.