ბიზნესი
11/09/2021

Onoff.ge მალე ლიბერთი ბანკის ქოლგიდან გავა

Onoff.ge მალე ლიბერთი ბანკის ქოლგიდან გავა. ბანკის მხარდაჭერით შექმნილი ონლაინ პლატფორმის განცალკევება ლიბერთის ახალი სტრატეგიის წარდგენისას ბანკის გენერალურმა დირექტორმა ვასილ ხოდელმა დაანონსა.

„Onoff.ge მალე განცალკევდება. ასე ითხოვს ეროვნული ბანკი“, - აღნიშნა ვასილ ხოდელმა.

ახალი, ინოვაციური ონლაინ პლატფორმა ლიბერთი ბანკის მხარდაჭერით 2019 წელს შეიქმნა.

ონლაინ პლატფორმა, საყოფაცხოვრებო მსხვილი და წვრილი ტექნიკის სახლიდან გაუსვლელად შერჩევის, შეძენისა და საკურიერო მომსახურებით სარგებლობის საშუალებას აძლევს მომხმარებელს.

Onoff.ge-ზე საკუთარი პროდუქციის დამატება შეუძლია ნებისმიერი ტიპის და ზომის კომპანიას, რომელიც მობილური ტელეფონების, აქსესუარების, კომპიუტერული ტექნიკის, ასევე მსხვილი თუ წვრილი საყოფაცხოვრებო ტექნიკის იმპორტს და გაყიდვას ახორციელებს. 

პროექტის წარმატებით გაშვება Onoff.ge-ს გუნდის გარდა, კომპანია Wandio-ს და ლიბერთის  IT დეპარტამენტისა და ინფორმაციული უსაფრთხოების გუნდის აქტიური თანამშრომლობის შედეგია. მათ მიერ შეიქმნა უსაფრთხო და სანდოობის მაღალი ხარისხით გამორჩეული ვებ პლატფორმა, რომელიც სრულიად აკმაყოფილებს უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტებს. 

 

Businesspartner