ბიზნესი
21/02/2022

ონლაინ კაზინოებისთვის კიდევ ერთი ვალდებულება შემოდის

მარტიდან ლატარიის, აზარტული ან მომგებიანი თამაშობის სისტემურ-ელექტრონული ფორმით მომწყობი პირები ვალდებულები იქნებიან, არ დაუშვას მოთამაშის მიერ მისი სათამაშო ანგარიშიდან  სხვა მოთამაშის სათამაშო ანგარიშებზე თანხის გადარიცხვა/გადატანა. 

ამ დრომდე ონლაინ -კაზინოები ვალდებულნი იყვნენ ვერიფიკაციის დასრულებამდე არ მიეღოთ ან/და არ გაეცათ  თანხა მოთამაშის ანგარიშიდან.

პირველი მარტიდან ქვეყანაში სათამაშო ბიზნესისთვის ახალი რეგულაციები ამოქმედდება.  კერძოდ,  იკრძალება აზარტული თამაშების რეკლამა. ასევე თამაშებში მონაწილეობის მიღება ეკრძალება მილიონამდე ადამიანს, მათ შორის, 25 წლამდე მოქალაქეებს, საჯარო მოხელეებს და სოციალურად დაუცველ პირებს. ასევე მათ, ვინც თავადვე მიმართავენ შემოსავლების სამსახურს, რომ შეეზღუდოთ მსგავსი აქტივობა.