ომის მიუხედავად, ჩაი "ლაზის" ექსპორტი უკრაინის ბაზარზე არ შეჩერებულა
ჩაი „ლაზის“ ექსპორტი, ომის მიუხედავად, უკრაინის ბაზარზე არ შეჩერებულა.
როგორც კომპანიის ხელმძღვანელი გონერი სალია “ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, რომ ექსპორტიორ ქვეყნებს უკრაინა წელს დაემატა.
„ომია, მაგრამ უკრაინაში რამდენიმე დღის წინ გავაგზავნე პარტია. "ლაზის" ჩაი უკრაინაში მცხოვრებ ქართველს მიაქვს, აფასოებს და ყიდის. მართალია მცირე პარტიებად გადის, მაგრამ კომპანიისთვის მაინც კარგია,“ - აცხადებს სალია.
"ლაზი" ჩაის წალენჯიხაში აწარმოებს და პროდუქციას ძირითადად ექსპორტზე ყიდის. როგორც სალია აცხადებს, პანდემიის შედეგად ექსპორტი გარკვეული პერიოდის განმავლობაში შეჩერებული იყო. თუმცა, ამჟამად, ექსპორტი უკრაინის გარდა, ჩინეთში, უზბეკეთსა და პოლონეთში ხორციელდება.
გასულ წელს „ლაზიმ“ 2020 წელთან შედარებით დაახლოებით 50%-ით ნაკლები (9 ტონა) ჩაი გადაამუშავა.
„პროდუქცია მოიყინა და ვერ მივიღეთ იმ ხარისხის, რასაც ველოდით,“ - აცხადებს სალია.