ბიზნესი
30/05/2022

ომის გამო "ბიბლუსი ჯგუფმა" ჰოლანდიური კომპანიის შემოყვანა გადადო

რუსეთ-უკრაინის ომის გამო „ბიბლუსი ჯგუფმა“ ჰოლანდიური კომპანიის შემოყვანა გადადო.

კომპანია “ბიბლუსის“ დირექტორი ირაკლი გაგნიძე „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, რომ საინვესტიციო გეგმების განხორციელება კომპანიას ჯერ პანდემიის გამო დაუპაუზდა, ახლა კი ხელისშემლელი რეგიონში განვითარებული მოვლენები აღმოჩნდა.

„ეს იქნება საყოფაცხოვრებო მოხმარების საერთაშორისო ბრენდი, რომელიც საქართველოში ამ ეტაპზე არ ოპერირებს. ჩვენს ბაზარზე შემოსვლა დროებით გადაიდო, თუმცა,მოლაპარაკებები აღნიშნულ  რითეილ ჯგუფთან გრძელდება. რომ არა ომი, შესაძლოა ვყოფილიყავით იმ ეტაპზე, როდესაც გარკვეული შეთანხმებები დასრულებული იქნებოდა და კონკრეტული ნაბიჯები გადადგმული იქნებოდა. დაპაუზებულია ბრიტანული ბრენდის ბაზარზე შემოსვლის პროცესიც“-აცხადებს გაგნიძე.

შეგახსენებთ, „ბიბლუსი ჯგუფი“ რამდენიმე კომპანიას აერთიანებს. მათ შორისაა, წიგნის მაღაზიათა ქსელი „ბიბლუსი“, რომელიც ბაზარზე 2008 წლიდანაა წარმოდგენილი.

ამ დროისთვის კომპანიას  ქვეყნის მასშტაბით 67 ფილიალი აქვს. ჯგუფში “პეპელას“ სათამაშოების მაღაზიათა ქსელი წამყვანი საერთაშორისო ბრენდების წარმომადგენელია, ისევე როგორც XS TOYS-ი, რომელიც სათამაშოებისა და ბავშვთა პროდუქტების საბითუმო და საცალო სფეროში წამყვანი კომპანიაა, რომელიც ევროპაში 20 წელზე მეტი ხნის განმავლობაში მუშაობს და პროდუქციის ასორტიმენტი მთელ მსოფლიოში ცნობილი ბრენდებით არის წარმოდგენილი.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
01

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
03

15/06/2022
მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
04

23/10/2023
ბიზნესი

ექსპორტიორები ქუთაისის საერთაშორიო აეროპორტში სატვირთო  ტერმინალის ამოქმედების საჭიროებაზე საუბრობენ
05

02/11/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023