ბიზნესი
27/07/2022

ოკტოპუსი: მიმდინარე წელს 2020-2021 წლებში დაგროვილ ვალდებულებებს ვემსახურებით

„ოკტოპუს ფიტნეს კლუბის“ დირექტორი გიორგი ასათიანი „ბიზნესპარტნიორთან“  აცხადებს, რომ პანდემიური 2 წლის შემდეგ კომპანიის ფინანსური მდგომარეობა შედარებით გამოსწორებულია. 

მისი ინფორმაციით, კომპანიის შემოსავლებმა გადაუსწრო პანდემიამდელ მაჩვენებლებს, თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ "ოკტოპუს გიტნეს კლუბი" მოგებაზე გადის.

„პანდემიის გამო ბიზნესის დაკეტვამ საკმაოდ დიდი ზარალი მოგვიტანა. თუმცა, ახლა აქტივობა გაზრდილია. გარდა ამისა, ახალი ტენდენციაც თვალსაჩინოა, თუ ხალხი პანდემიამდე 1-2 თვიან აბონიმენტებს ანიჭებდა უპირატესობას, ახლა 1 წლიანით სარგებლობა ურჩევნიათ,“-აცხადებს ასათიანი.

მისივე განცხადებით, კომპანიას გაზრდილი ინფლაციის პირობებში ფასების ზრდა მოუწია.  როგორც ასათიანი აცხადებს, შექმნილი სიტუაცია ამ ეტაპზე არ იძლევა იმის შესაძლებლობას,რომ რეინვესტიცია გაკეთდეს.

ფიტნეს კლუბი „ოკტოპუსი“  2016 წლის ზაფხულში გაიხსნა. „ოკტოპუსი“ აღჭურვილია უმაღლესი ხარისხის Lifefitness-ის და Tecnogym-ის ტრენაჟორებით.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023