ბიზნესი
04/06/2021

ოქროს რეალიზაცია შემცირებულია, ფასები გაზრდილი

„თუ კიდევ ვინმეს სახლში დარჩა ოქრო, შემოდიან და აბარებენ," - ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორს“ კიდობანში მდებარე ოქროს ბირჟის ლაბორატორიის ხელმძღვანელმა განუცხადა.

ირმა მოსიაშვილის განცხადებით, ბოლო პერიოდის განმავლობაში ტენდენციად იქცა ის, რომ მომხმარებლები ოჯახებიდან ყიდიან ოქროს.

„რაც შეეხება რეალიზაციას, ვაჭრობა საგრძნობლად შემცირებულია. ამას არაერთი მიზეზი აქვს. მათ შორის ისიც, რომ რეალიზატორებიც საზღვრების დაკეტვის გამო ვერ გადიოდნენ ოქროს შესაძლენად ქვეყნიდან, შემოტანილი საქონელიც ძალიან მცრეა. ყველაზე მნშვნელოვანი კი ის არის, რომ ხალხში თანხა აღარ ტრიალებს. ამ ფონზე ოქრო ძალიან არის გაძვირებული. დღეს დილერთან 10 გრამიანი საქპრწილო ბეჭედი რომ იყიდო 2050 ლარია საჭირო. მოლოდინებიც ზრდისკენაა. ბოლო პერიოდის ტენდენციას რომ ვუყურებ, ვფიქრობ, თუ არ გაძვირდება, არ გაიაფდება.

პანდემიის დაწყების შედეგ, 1 გრამი ოქრო საქართველოში დაახლოებით 40 ლარით გაძვირდა. პანდემიის დაწყებამდე 1 გრამი ოქროს ღირებულება 80 ლარს შეადგენდა. დღეს კი 118 ლარი ღირს. რაც შეეხება მაღალი ხარისხის ოქროსა და მის ნაკეთობას, ბაზარზე მათი ფასი კიდევ უფრო მაღალია.

Businesspartner