ბიზნესი
15/09/2023

"ოქროს ნაკეთობებზე საქართველოში მაღალი მოთხოვნაა, გაყიდვები 20%-ით გაგვეზარდა"

ოქროს ნაკეთობებზე საქართველოში მაღალი მოთხოვნა ნარჩუნდება. საიუველირო კომპანიებსა და ოქროს ბირჟებზე აცხადებენ, რომ გაყიდვები წინა ზაფხულთან შედარებით, დაახლოებით, 15-20 %-ით გაეზარდათ. გაყიდვების კუთხით განსაკუთრებით აქტიური ივნისი-ივლისის თვეები იყო. ოქროთი მოვაჭრეები გაყიდვების გაზრდილ მაჩვენებლებს ტურისტული ნაკადების ზრდასაც უკავშირებენ და ამბობენ, რომ საქართველოში ოქროს ნაკეთობების შეძენით უცხოელებიც ინტერესდებიან.

როგორც „ბიზნესპარტნიორს“ „ოქროს კიდობანის“ დილერმა ალექსანდრე ბარსეგიანმა განუცხადა, მიუხედავად იმისა, რომ გასული წლის ზაფხულთან შედარებით, წელს ოქროსა და ოქროს ნაკეთობებზე ფასები გაზრდილი იყო როგორც მთელ მსოფლიოში, ისე საქართველოში, ხალხს ოქროს ნაკეთობების მიმართ ინტერესი არ დაუკარგავს, ბაზარი სტაბილურად ვითარდება და ოქრო საქართველოში კვლავ რჩება მნიშვნელოვან საინვესტიცო აქტივად, ასევე აქტიურად გამოიყენება საჩუქრის დატვირთვითაც.

„ოქროს ნაკვეთობების გაყიდვების ზრდაზე გავლენა ტურისტულ ფაქტორსაც ჰქონდა. ბოლო რამდენიმე წლის ზაფხულთან შედარებით, წელს ტურისტული ნაკადების ზრდის ფონზე, სულ უფრო მეტად გაიზარდა ჩვენი უცხოელი მყიდველის რიცხვიც, რომლებიც ოქროს როგორც ბრენდულ, ისე არაბრენდულ ნაკეთობებს ყიდულობენ.

დადებითი მოლოდინი გვაქვს შემოდგომის სეზონთან მიმართებითაც. როგორც წესი, ამ სეზონზე - სხვადასხვა ღონისძიებების - ქორწილების, ნიშნობების, ნათლობების გამო, ოქროს ნაკეთობებზე მოთხოვნა ყველაზე აქტიურია, შედეგად იზრდება გაყიდვებიც. ველოდებით, გაყიდვების 20%-იან ზრდას. რაც შეეხება ოქროს ნაკეთობების ფასებს, თუ ბაზარზე ვითარება რადიკალურად არ შეიცვალა, პროდუქციის გაძვირებას არ ვაპირებთ“, - აღნიშნა ალექსანდრე ბარსეგიანმა.

მისივე თქმით, ამჟამად, ოქროს ნაკეთობის 1 გრამის მინიმალური ღირებულება 120 ლარიდან იწყება, გააჩნია, თუ რომელი ქვეყნიდან არის ოქრო შემოტანილი. ყველაზე გაყიდვადი პროდუქცია კი 300-დან 1000 ლარამდე ღირებულების ნაკეთობებია.

ცნობისთვის, დღევანდელი მდგომარეობით, 1 უნცია ოქროს ღირებულება 1,911 დოლარს შეადგენს.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ფინანსები

საუკეთესო კორპორაციული ციფრული ბანკი საქართველოში- თიბისი Global Finance-ის რჩეულია
01

16/08/2023
ბიზნესი

მეორადი საბურავების იმპორტის შეზღუდვის მოთხოვნით "თეგეტა მოტორსი" სასამართლოს მიმართავს
02

25/05/2021
ეკონომიკა

გიორგი აბაშიშვილი: ომის ფონზე, საქართველო-ყაზახეთს შორის ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობა და აუცილებლობა გაჩნდა
03

07/06/2022
ბიზნესი

ირაკლი კოვზანაძე: სადაზღვევო ბაზარს განვითარების პერსპექტივა აქვს
04

08/04/2022
ეკონომიკა

"მასიური მარცხი" გლობალური ეკონომიკისთვის" - რუსეთ-უკრაინის ომი რიცხვებში
05

19/04/2022
ბიზნესი

ავტოიმპორტიორები გამოწვევების პირისპირ - რა შეღავათს ითხოვს ასოციაცია
06

09/05/2022