ბიზნესი
25/09/2020
ოღონდ გაიხსნას საზღვრები და მზად ვართ რისკი გავინაწილოთ - ნინო კობახიძე
"გლობალ ბენეფიტს ჯორჯია" მზად არის ბაზარზე რამდენიმე ახალი სადაზღვევო პროდუქტი გამოიტანოს.
„ოღონდ კი გაიხსნას საზღვრები და მზად ვართ გავინაწილოთ ეს რისკი და უცხოელი სტუდენტების დაზღვევის ანალოგიური პროდუქტი შევთავაზოთ ტურისტებსაც", - განაცხადა კომპანიის გენერალურმა დირექტორმა.
მისი თქმით, ამ შემთხვევაში დგას მოკლევადიანობის და გრძელვადიანობის საკითხი, რომელიც იქნება გადასაწყვეტი. "ამაზეც ალბათ გავალთ ბოლომდე და როცა გაიხსნება საზღრები, შევძლებთ ტურისტებს შევთავაზოთ სადაზღვევო პაკეტი, რომელიც დაფარავს COVID-ს,“ - განმარტავს ნინო კობახიძე.
მისი თქმით, COVID-19-ის გამო სამსახურის დაკარგვის რისკებს „გლობალ ბენეფიტს ჯორჯია“ დააზღვევს და ახალ პაკეტს მომხმარებლებს რამდენიმე დღეში მიაწვდის.