ბიზნესი
25/01/2021

NTS-მა საქართველოს ბაზარზე საწვავის მობილური სადგურები წარადგინა

NTS–New Technology Solutions–ი სხვადასხვა ორგანიზაციას და კომპანიას თანამედროვე ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებს სთავაზობს. ამჯერად, საქართველოს ბაზარზე საწვავის მობილური სადგურები წარადგინა.

კომპანიის მარკეტინგის მენეჯერი მიშო ტატანაშვილი „ბიზნესპარტნიორთან“ განმარტავს, რომ პოლონური SWIMER-ის ავზები, დაკომპლექტებულია პისტოლეტით, ტუმბოთი, ციფრული მთვლელით და საუკეთესო გადაწყვეტაა მათთვის, ვისაც მუდმივად სჭირდება დიდი რაოდენობის საწვავის 1 წერტილზე ქონა. ამასთან, საჭიროებს საწვავის დისტრიბუციასა და განაწილებას,გაცემული ოდენობების აღრიცხვას და დარჩენილი დონის შესახებ ინფორმაციის მუდმივ ფლობას. ორშრიანი პლასტიკის ავზი, სხვადასხვა მოცულობითა და კომპლექტაციით, მარტივად ერგება თქვენს მოთხოვნებს და ერთდროულად წყვეტს რამდენიმე პოტენციურ პრობლემას საწვავის განაწილებისა და აღრიცხვის მიმართულებით.

“მისი წაღება შესაძლებელია ყველგან. კარგი გამოსავალია აგრო სფეროში მომუშავე ადამიანებისთვის, რომლებსაც ბევრი სატრანსპორტო საშუალება ჰყავთ, ამარტივებს ორპერირებას და საწვავის ხარჯების აღრიცხვას. შეგიძლიათ მარტივად აკონტროლოთ, რამდენი დაიხარჯა, როდის საჭიროებს შევსებას და ა.შ.

ვთანამშრომლობთ ამერიკულ და ევროპულ კომპანიებთან, ვცდილობთ ხარისხი დავამკვიდროთ. ჩვენს სერვისებზე მოთხოვნა საკმაოდ დიდია, არაერთი მნიშვენლოვანი პროექტი გვაქვს განხორციელებული საქართველოში. ვცდილობთ, თუ რაიმე საინტერესო ტექნოლოგიური სიახლეა, შევისწავლოთ,  მოვარგოთ ქართულ რეალობას და ხელმისაწვდომი გავხადოთ ქართველი მომხმარებლისთვის.მაგალითად, სახანძრო უსაფრთხოების მიმართულებით ინოვაციური და თანამედროვე სახანძრო სისტემის მილები, რომელიც იტალიიდან შემოგვაქვს და 50 წლიანი გარანტია აქვს, მოძველებული მილებისგან განსხვავებით მოსავლელად ბევრად მარტივია და მსუბუქი კონსტრუქციაა.“– აღნიშნავს მიშო ტატანაშვილი.

NTS– ქართული კომპანიაა, რომელიც 10 წელია საქართველოს ბაზარზე ოპერირებს და მომხმარებლებს სთავაზობს:შენობის ავტომატიზაციას, მშენებლობას, სახანძრო უსაფრთხოებას, ელექტროობისა და სუსტი დენების მონტაჟს, გათბობა-გაგრილება-ვენტილაციის სისტემების მოწყობას, დიზაინს,პროექტირებას და ა.შ

მათ შორის, შენობების მართვის სისტემას BMS, რომელიც მსოფლიოში ძალიან აქტუალურია და სულ უფრო მეტი საწარმო, აეროპორტები სასტუმროები, სამთავრობო დაწესებულებები იყენებენ.

„BMS–ი უზრუნველყოფს შენობაში არსებული სხვადასსვა სისტემების ერთი წერტილიდან მართვას. მაგალითად, BMS დავამონტაჟეთ „ისთ ფოინთში“, სადაც ტექნიკური დისპეჩერი ერთი წერიტილდან მართავს თითოეული მაღაზიის გაგრილება–გათბობას, ვენტილაციას, სახანძრო უსაფრთხოებას და ა.შ. სისტემის საშუალებით, როგორც ადამიანური ასევე კომუნალური რესურსი იზოგება.

სამომავლო გეგმებს რაც შეეხება, ჯერ მხოლოდ საქართველოს მასშტაბით ვმუშაობთ, მაგრამ  გაფართოების გეგმაშია ამიერკავკასია. ასევე, მუდმივ რეჟიმში განვიხილავთ სიახლეების შემოტანას და მონაწილეობას ვიღებთ ტექნოლოგიური მიმართულების გამოფენებში, რომლებიც წელს კორონავირუსის გამო გადაიდო.“–აღნიშნავს NTS–ის მარკეტინგის მენეჯერი.

Businesspartner