ნოზაძის მეფრინველეობა: სააღდგომოდ შესაძლოა ქათმის ხორცი გაიაფდეს
„ნოზაძის მეფრინველეობის“ ხელმძღვანელი „ბიზნესპარტნიორთან“ სააღდგომო პერიოდთან დაკავშირებით მოლოდინებზე საუბრობს.
მისი ინფორმაციით, სააღდგომოდ შესაძლოა ქათმის ხორცი გაიაფდეს. მიზეზი კი ბაზარზე ჭარბი რაოდენობის პროდუქტის არსებობა იქნება.
„სააღდგომო ქათმის ინკუბაცია რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებამდე დაიწყო. მანამდე ყველა კომპანიამ საკმაოდ ბევრი დაგეგმა, შესაბამისად, სააღდგომოდ ბაზარზე ქათმის ხორცი საკმაოდ ბევრი იქნება. შესაბამისად, გაუყიდავი რომ არ დარჩეს, დიდი ალბათობით ფასები გაიაფდება. პროცესი როდესაც დაიგეგმა სხვა მოლოდინები იყო, ომმა კი ყველაფერი შეცვალა,“-აცხადებს ნოზაძე.
რაც შეეხება ამჟამინდელ სიტუაციას, „ნოზაძის მეფრინველეობის“ ხელმძღვანელი განმარტავს,რომ რუსეთ-უკრაინის ომის შედეგად გაიზარდა საწვავის ღირებულება და ყველა ის კომპონენტი, რაც თვითღირებულებაში შედის. შესაბამისად, კომპანიას 30%0ით ფასების ზრდა მოუწია, რამაც ამავე პროცენტით გაყიდვები შეამცირა.
„ამ სიტუაციაში მოგებაზე საუბარი არ არის, წარმოების შენარჩუნებაზე ვართ.ვერ გავაძირებთ იქამდე, რომ წარმოებამ თავი შეინახოს, მაინც ზარალზე ახლა კილოგრამი ქათმის ხორცის ფასი 11,95 ლარია, თუმცა, კომპანიაში პერიოდულად, აქციები ცხადდება. ხალხი ვეღარ ყიდულობს, ამიტომ კვირაში 2-3-ჯერ ფასდაკლებას ვაცხადებთ,“-აცხადებს ნოზაძე.