ნოზაძის მეფრინველეობა: ქათმის ხორცის რეალიზაცია 30%-ით შემცირდა
ქათმის ხორცის რეალიზაცია 30%-ით შემცირდა. როგორც ნოზაძის მეფრინველეობის ხელმძღვანელი მამუკა ნოზაძე „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, გაძვირებული თვითღირებულებიდან გამომდინარე ბოლო პერიოდში კომპანიას საფასო პოლიტიკის გადახედვა მოუწია. საბოლოოდ ეს პირდაპირპროპორციულად რეალიზაციის მაჩვენებელზე აისახა.
როგორც ნოზაძე აცხადებს, პროდუქციაში შემავალი ყველა კომპონენტი გაძვირებულია, მათ შორის, საწვავი, ზეთი, სოიო, რომელზე ფასიც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით $280-ით (1 ტონაზე) გაძვირდა და მისი ფასი დღეს $920-ს შეადგენს.
„ამ სიტუაციაში მოგებაზე საუბარი არ არის, წარმოების შენარჩუნებაზე ვართ.ვერ გავაძირებთ იქამდე, რომ წარმოებამ თავი შეინახოს, მაინც ზარალზე ახლა კილოგრამი ქათმის ხორცის ფასი 11,95 ლარია, თუმცა, კომპანიაში პერიოდულად, აქციები ცხადდება. ხალხი ვეღარ ყიდულობს, ამიტომ კვირაში 2-3-ჯერ ფასდაკლებას ვაცხადებთ,“-აცხადებს ნოზაძე.