ბიზნესი
02/02/2022

"ნოზაძის მეფრინველეობა" ბაზრის დატოვებას განიხილავს

ნოზაძის მეფრინველეობის ხელმძღვანელი მამუკა ნოზაძე ბაზრიდან გასვლას განიხილავს.

როგორც მეწარმე „ბიზნსპარტნიორთან“ აცხადებს, მიზეზი ქათმის ხორცის სექტორში არსებული უკონტროლო სიტუაციაა.

ნოზაძე აცხადებს, რომ არსებობს ბევრი არაკეთილსინდისიერი მეწარმე, რომელიც გადასახადების გვერდის ავლით აწარმოებს ქათმის ხორცს. კეთილსინდისიერი მეწარმის წარმოებული პროდუქცია კი ფასით კონკურენციას ვერ უწევს. 

„სექტორის ნაწილი ჩრდილოვან ეკონომიკაშია გადასული, სახელმწიფო ამას ყურადღებას არ აქცევს. ბევრჯერ გვქონდა ამ თემაზეც შეხვედრა, მთავრობა საქმის კურსში ჩავაყენეთ, თუმცა, უშედეგოდ. თუ არაფერი შეიცვალა, განვიხილავ ბაზრიდან გასვლას,“ - აცხადებს ნოზაძე.

მისი განცხადებით, 2021 წელი  „ნოზაძის მეფრუნველეობამ“ რამდენიმე მილიონის ზარალით დაასრულა.

„ვცდილობდით წარმოების შენარჩუნებას. კომპანიას იმის იმედით, რომ რაღაც გამოსწორდებოდა, დამატებითი თანხები მივაშველეთ, მაგრამ ამ ეტაპზე სიკეთე არ ჩანს. ყველა ფაბრიკამ წელი ზარალით დაასრულა,“ - აცხადებს ნოზაძე.