ბიზნესი
16/12/2021

ნოზაძის მეფრინველეობა: 2021 წელს რამდენიმე მილიონის ზარალით ვასრულებთ

ნოზაძის მეფრინველეობის ხელმძღვანელი მამუკა ნოზაძე „ბიზნსპარტნიორთან“ 2021 წელს აჯამებს და აცხადებს, რომ ზოგადად, მეფრინველეობის სექტორი პანდემიამ გაანადგურა, შემცირდა მოსახლეობის მსყიდველუნარიანობა, რაც დარგში არსებული კომპანიების შემოსავლებზე აისახა.

მისი განცხადებით, 2021 წელს „ნოზაძის მეფრუნველეობა“ რამდენიმე მილიონის ზარალით ასრულებს.

„კომპანიამ თავისი თავიც კი ვერ შეინახა, ვიმუშავეთ რომ წარმოება შეგვენარჩუნებინა. სხვა თანხები მივაშველეთ კომპანიას იმის იმედით, რომ რაღაც გამოსწორდებოდა. ამ ეტაპზე სიკეთე არ ჩანს. ყველა ფაბრიკამ წელი ზარალით დაასრულა,“ - აცხადებს ნოზაძე.

„ნოზაძის მეფრინველეობის“ ხელმძღვანელი  განმარტავს, რომ თუ  ამ სექტორში კომპანიას გააჩერებ, შემდეგ ვეღარ აამოქმედებ.  „35 წელია ამ საქმეს ვემსახურები და მიჭირს თავის დანებება. მაქსიმალურად ვცდილობ შევინარჩუნო კომპანია და თუ სახელწიფო ჩვენსკენ არ გამოიხედავს, ავტომატურად დაგავანებებინებს თავს,“ - აცხადებს ნოზაძე.

მისი ინფორმაციით, 2021 წლის გაყიდვები პანდემიამდელ მაჩვენებელთან შედარებით განახევრებულია.

„მიბმული ვართ მსოფლიო ბაზარზე, ყველაფერი, მათ შორის მარცვლეული ძალიან გაძვირდა, ფასებს კი ამის საპირწონედ ვერ ვამატებთ, რადგან ხალხს უჭირს  ყიდვა, ძალიან ცუდ მდგომარეობაში ვართ, როგორ გამოსწორდება სიტუაცია არ ვიცი. ამას ემატება საგადასახადო ნაწილიც, ხელისუფლება მეფრინეველობის სექტორს დღგ-სგან არ ათავისუფლებს, რაც ძალიან დიდი წნეხია სექტორისთვის,“ - აცხადებს ნოზაძე.